Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერიამ დაზიანებული გზების შეკეთება დაიწყო

თარიღი : 17-03-2014, 12:33 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში გზების ორმოულების შეკეთება დაიწყო.
სამუშაოებს ქალაქის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „დაგი+“ ახორციელებს. სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 942 672 ლარია გამოყოფილი. აღნიშნული ხარჯებით გზის ორმოულები ლ.ასათიანის ქუჩაზე, შ.რუსთაველის, ზ.გამსახურდიასა და დ. აღმაშენებლის გამზირებზე შეკეთდება.
გზებზე მიმდინარე სამუშაოების ხარისხი ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა შოთა მურღულიამ შეამოწმა.
,,გზების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ტენდერები გამოცხდებულია. საჩქარო იყო ორმოულების შეკეთება ცენტრალურ ქუჩებზე, ამიტომ სამუშაოები ამინდის გაუმჯობესებასთან ერთად დავიწყეთ. რუსთაველის ქუჩა 3 წლის წინ კაპიტალურად გაკეთდა, თუმცა დღეს ისევ შეკეთებას საჭიროებს. ეს იმაზე მიუთითებს, რომ წლების წინ ყველაფერი უხარისხოდ კეთდებოდა. ძალ-ღონეს არ ვიშურებთ მოვაგვაროთ დაგროვილი პრობლემები,“ -აცხადებს მურღულია.
მიმდინარე სამუშაოები 31 აგვისტომდე დასრულდება.


ნანახია: 2024-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში გზის ორმოულების შეკეთება აქტიურ ფაზაში შედის. სამუშაოები უკვე 2 კვირაა მიმდინარეობს
სულ ქალაქის მასშტაბით ორმოულების შეკეთების მიზნით 1 250 000 ლარია გათვალისწინებული.
ქალაქის ცენტრალური ქუჩების ორმოულების შეკეთება წლის ბოლომდე გაგრძელდება.
კომპანიაში ირწმუნებიან, რომ სამუშაოები თვის ბოლომდე დასრულდება
"თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია ქუთაისის მერიას გზების ორმოულების შეკეთების მიზნით,

ამინდი