Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში საგანგებო შტაბი შეიქმნა

თარიღი : 14-02-2020, 16:50 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ტყიბულის მუნიციპალიტეტში იმყოფება და არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობა.

ზვიად შალამბერიძის განცხადებით, რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, ყველა ქალაქსა და სოფელში გზების გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ახლაც გრძელდება.

“ბოლო ორი დღის განმავლობაში იმერეთის მასშტაბით უხვი ნალექი მოვიდა თოვლის სახით, ზოგიერთ მაღალმთიან სოფელში თოვლის საფარმა ერთ მეტრსაც გადააჭარბა. მიუხედავად ასეთი მეტეოროლოგიური პირობებისა, მთელი ღამის განმავლობაში და ახლაც ინტენსიურად მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები ყველა სოფელსა და ქალაქში. გარდა ამისა, რეგიონში შეიქმნა პრობლემები ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით და გაზმომარაგებაზე, მაგრამ ყველა სამსახური მობილიზებულია. ჩვენ შევქმენით საგანგებო შტაბები სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, ასევე, ცალკეულ მუნიციპალიტეტებში და არსებული რესურსით, ყველა პრობლემაზე მყისიერად, საჭიროებიდან გამომდინარე ვრეაგირებთ“, - განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ.

იმერეთის რეგიონში რთულმა მეტეოროლიგიურმა პირობებმა და ინტენსიურმა თოვამ გარკვეული პრობლემები შექმნა. მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარმა 1 მეტრს გადააჭარბა, ხოლო დაბლობში 50–60 სმ-ს მიაღწია.

მხარის 12-ვე მუნიციპალიტეტში მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და ინტენსიურად მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები.


ნანახია: 534-ჯერ

მსგავსი სიახლეები
იმერეთის ზედა ზონის სოფლებში თოვლის საფარმა 50 სმ-ს მიაღწია.
გასულ ღამეს რეგიონში თოვლის საფარმა 40 სანტიმეტრამდე მიაღწია.
ქუთაისში მთელი ღამის განმავლობაში თოვდა, რა დროსაც თოვლის საფარმა 30 სანტიმეტრს გადააჭარბა.
დიდითოვლობამ პრობლემები ფეხით მოსიარულეებსაც შეუქმნა.

ამინდი