Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘ამ დღეებში ვნახეთ უპატრონოდ მიტოვებული ქალაქი. ამ ქალაქის თავი რომ გქვია და ამ ქალაქის ხელმძღვანელი რომ ხარ, ასეთ ფორსმაჟორულ სიტუაციაებში შენგან უნდა დაინახონ ელემენტარული მორალური მხარდაჭერა მაინც’,-რას უწუნებენ ქუთაისის მერს?

თარიღი : 14-02-2020, 13:34 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
ქუთაისში ოპოზიციის წარმომადგენლები ქალაქში, ბოლო დღეებში შექმნილ ვითარებას ეხმიანებიან, რაც ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის შეზღუდვას უკავშირდება. ოპოზიციური სპექტრი აღნიშნავს, რომ ასეთ ფორსმაჟორულ სიტუაციაში ადგილობრივი ხელისუფლება უმოქმედოა. მათი თქმით, იმის ნაცვლად, რომ ქალაქის ხელმძღვანელობა იმ მოქალაქეებთან მიდიოდეს და ეხმარებოდეს, რომელთა უმეტესობა უკვე მესამე დღეა გაზისა და ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, ელემენტარულ მორალურ მხარდაჭერასაც არ უცხადებს.

"რა მოხდებოდა იმ "ცხრა წელში" ქუთაისში ასეთი რამ რომ მომხდარიყო:

1. პრეზიდენტი სააკაშვილი მოიწვევდა საგანგებო მთავრობის სხდომას და უმოკლეს ვადაში მდგომარეობის გამოსწორების დავალებას მისცემდა;
2. ქუთაისში იმ დღესვე ჩამოვიდოდა ან პრემიერი, ან მინიმუმ ენერგეტიკის მინისტრი და პირადად უხელმძღვანელებდა ავარიის აღმოფხვრით სამუშაოებს:
3. მობილიზებული იქნებოდა დამატებითი ბრიგადები, ტექნიკა და სხვა საჭირო რესურსი პრობლემის უმოკლეს ვადებში გადასაჭრელად;
4. იმერეთის გუბერნატორი სასწრაფოდ შეწყვეტდა უცხოეთში ვიზიტს და დაბრუნდებოდა რეგიონში (თუ არა კარგ ჩიტს დააჭერინებდნენ);
5. ადგილობრივი ხელისუფლება რესტორნის ბუხრიან კუპეებში დამალვის ნაცვლად იქნებოდა ხალხთან ქუჩაში: დაიწყებდნენ საჭიროებების გამოვლენას და განსაკუთრებითი საჭიროების ოჯახებისთვის აუცილებელი პირობების უზრუნვრლყოფას (შეშის მიტანა, პურის სხვა პირველადი საჭიროების პროდუქტებისა და საგნების უზრუნველყოფას, რომ თავიდან აცილებული ყოფილიყო პანიკა და უსაშველო რიგები);
5. უსწრაფესად გაიწმინდებოდა გზები და ა.შ.
P.S. ასე უნდა ამ მდგომარეობაში მოქმედება და არა წუწუნი, 5 სმ თოვლი მოვიდა და რა ვქნათო და ჩირგვებში დამალვა. ხომ ხედავთ, მარტო განსხვავებულით ქუთაისის სადღეგრძელოს დალევა ვერ შველის საქმეს,”-ამბობს ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გიგა შუშანია.

"ვუყურებ დღევანდელ ქუთაისს და რამდენიმე მილიმეტრი თოვლი გახდა უამრავი პრობლემის მომტანი... მოსახლეობა უკვე 2 დღეა ელექტრო ენერგიისა და ბუნებრივი აირის მოლოდინშია და საშველიც მხოლოდ საკუთარ თავში აქვთ საძებნი. ადგილობრივ ხელისუფლებას არ გააჩნია არანაირი პასუხისმგებლობა, რომ საკუთარი თანამოქალაქეები სახლებში იყინებიან. ამ უნიათოებმა ვერ მოახერხეს ისიც კი, რომ რაიმე საიმედო სიტყვით მიმართონ მოსახლეობას. კარგად მახსოვს, იმერეთში დიდთოვლობისას გაზმომარაგების სისტემაში ავარიული გათიშვის დროს მაშინდელმა მხარის გუბერნატორმა აკაკი ბობოხიძემ მოიკითხა თუ რა ვადებში აღმოიფხვრებოდა პრობლემა, მას უპასუხეს რომ უახლოეს 1 ან 2 კვირაში. უშუალოდ გუბერნატორის პირადად ჩარევით და მოსახლეობის გასაჭირის გულთან მიტანით ეს პრობლემა დილისთვის უკვე აღმოიფხვრა.

კაკო არასდროს გაურბოდა პასუხისმგებლობას, რომ მისი უშუალო ჩარევით შეიძლება რამე არ გამოსულიყო. ამ მაგალითზე შეიძლება ვთქვათ, რომ ადგილობრივი ხელისუფლების სურვილის შემთხვევაში გადაუჭრელი პრობლემებიც არ არსებობს...

P.S. გამოძვერით სოროებიდან უუნარო მავნებლებო და კეთილი ინებეთ მოსახლეობას მიეწოდოს ელექტრო ენერგია და ბუნებრივი აირი,”-აცხადებს „ევროპული საქართველოს“ ქუთაისის ორგანიზაციის თავჯდომარე დავით გოგისვანიძე.

"ადგილობრივი ხელისუფლება მინიმუმ იმას უნდა აკეთებდეს, რომ არ იმალებოდეს კაბინეტებში და არ იყოს ჩირგვებში ჩარგული. პირველ რიგში, სოლიდარობის ჟესტი უნდა მოდიოდეს. გასაგებია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაში არ შედის გაზის პრობლემა, მაგრამ მათი მხრიდან სრულ უმოქმედობას არ უნდა ვუყურებდეთ. პირველ რიგში, ამ დროს სოციალურად დაუცველ, შეჭირვებულ მოქალაქეებთან უნდა მისულიყვნენ. მათ ამის სტატისტიკა აქვთ. ჩვენ იმასაც შევხედეთ, რომ ქუჩაში იყვნენ ადამიანები გამოსულები და შეშით თბებოდნენ, ამ ხალხთანაც უნდა მისულიყვნენ.

ზოგადად, ჭკვიანი და ქმედითუნარიანი მთავრობა რომ გვყავდეს, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდებოდა, შეიქმნებოდა სპეციალური შტაბი, რომელიც დაკომპლექტებოდა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან. საჭიროების აღმოჩენის შემთხვევაში კი დაეხმარებოდნენ ადამიანებს. ჩვენ კი ამ დღეებში ვნახეთ, უპატრონოდ მიტოვებული ქალაქი. ამ ქალაქის თავი რომ გქვია და ამ ქალაქის ხელმძღვანელი რომ ხარ, ასეთ ფორსმაჟორულ სიტუაციაებში შენგან უნდა დაინახონ ელემენტარული მორალური მხარდაჭერა მაინც. მაგრამ, შევხედეთ, რომ მგლის თავზე სახარების კითხვას აზრი არ აქვს,"-ამბობს Topnews.com.ge-სთან
“ლეიბორისტული პარტიის“ ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელი ირაკლი კიკვიძე.

რაც შეეხება "პარტია თავისუფალი" საქართველოს თანათავმჯდომარეს გოგი წულაიას, მან არსებული ვითარება პერფომანსით გააპროტესტა.

"ხუთ სანტიმეტრ თოვლზე ქალაქი პარალიზებული იყოს, პური არ ცხვებოდეს და იყიდებოდეს, საბავშვო ბაღები და სკოლა იკეტებოდეს, გაზი და დენი არ იყოს, ეს არის კატასტროფა. ჩვენს მერს ნამუსი რომ ჰქონდეს, უნდა გადადგეს, რადგან ვერ უზრუნველყო მოქალაქეებისათვის ელემენტარული პირობების შექმნა. მინდოდა ცეცხლი დამენთო და მოსახლეობისათვის მომეწოდებინა მოსულიყვნენ და გამთბარიყვნენ,"-განაცხადა წულაიამ.

შეგახსენებთ, რომ ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია მოქალაქეთა ნაწილს უკვე მესამე დღეა არ მიეწოდება. ბუნებრივი აირის გარეშე დღეის მონაცემებით 10 000-მდე აბონენტია დარჩენილი.

ცნობისთვის, აღნიშნული სამი დღის მანძილზე ქალაქის მერი არსებულ სიტუაციას მოქალაქეებთან არ გაცნობია და არც მერიის ოფიციალურ გვერდზე განთავსებულა რაიმე სახის განცხადება.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 585-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ადგილობრივები განმარტავენ, რომ წლებია უშედეგოდ ითხოვენ გზისა და ბუნებრივი აირის პრობლემის მოგვარებას. დასახლებას, რომელიც ქუთაისს
სამტრედიის ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ბუნებრივი აირის შეზღუდვა სარემონტო სამუშაოებს უკავშირდება.

ამინდი