Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვეტერანი სპორტსმენი: ვინც სპორტით დაკავდება, ყველგან გახსნილი ექნება გზა

თარიღი : 16-03-2014, 17:52 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
“ფეხბურთი ეს ისეთი სპორტია, ხალხი მისი სიყვარულით არის დაავადებული. ფეხბურთელი რომ ხდები, ხალხს უყვარხარ და ხალხი გაფასებს,. შენც ღირსეული სპორტსმენი და ისეთი ადამიანი უნდა იყო, საზოგადოებაში ავტორიტეტი გქონდეს,“ - ამბობს ვეტერანი სპორტსმენი ნოდარ სარჯველაძე, რომელიც საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-სა და ქუთაისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ერთობლივი პროექტის „იყავი აქტიური, გქონდეს შენი ჯანსაღი სტილი“-ს სტუმარია.
„78 წლის ვარ, თუმცა ჩემი თავი ისევ ახალგაზრდა მგონია, რადგან ძალ-ღონე სპორტმა შემინარჩუნა. სპორტი ჯანმრთელობისათვის აუცილებელია და ახალგაზრდებმა ეს უნდა იცოდნენ,“ - ასე იწყებს საუბარს ნოდარ სარჯველაძე.
პროფესიით ინჟინერ-მექანიკოსი 1952 წლიდან სპორტის ერთ-ერთი სახეობით, ფეხბურთით იყო დაკავებული. 1966 წლამდე ქუთაისის „ტორპედოში“ თამაშობდა. ფეხზე მიღებული ტრავმის გამო, იძულებული გახდა თამაში შეეწყვიტა, თუმცა საყვარელი საქმის კეთება მწვრთნელის პოზიციიდან განაგრძო.
„ჩემს ხელში გაიზარდნენ თბილისის „დინამოს“ პოპულარული ფეხბურთელები: ძმები ნოდიები, სულაქველიძე, შენგელია. „ტორპედო“ ზედიზედ ორჯერ იყო საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. საბჭოთა კავშირის პირველობა მაშინ ევროპის დონეს უტოლდებოდა. მაგ დროს მივიღე სპორტის ოსტატის წოდება,“ - იხსენებს ვეტერანი ფეხბურთელი.
ნოდარ სარჯველაძის თქმით, იმ დროს, როდესაც ის სპორტით აქტიურად იყო დაკავებული, ყველა ოცნებობდა ფეხბურთელი გამხდარიყო. დღეს, კი როგორც ვეტერანი ფეხბურთელი აღნიშნავს, ახალგაზრდობა კომპოიუტერსა და ტელევიზორს არის მიჯაჭვული.
„მთელი ახალგაზრდობა ქუჩაში თამაშობდა, რადგან მაშინ ამდენი ფეხბურთის სკოლა არ იყო. მშობლებიც დაინტერესებული იყვნენნ. სპორტსმენებს დაფასება ჰქონდათ. ეხლაც, ქალაქში რომ გაივლი და ძველი ნაცნობი გვხვდება, უნდა მოგეფეროს. გული მტკივა, რომ ახალგაზრდობა ტელევიზორსა და კომპიუტერს არის მიჯაჭვული სპორტი ნაკლებად აინტერესებს. სპორტი აჯანსაღებს, ალამაზებს ადამიანს. სპორტი, ცხოვრების ჯანსაღი წესი ახალგაზრდობას ყველაფერ უბედურებას მოწყვეტს და ცუდ საქმეზე ფიქრის საშუალებას არ მისცემს. დიდ სპორტსმენად გახდომას დიდი შრომა სჭირდება. სხვანაირად ეს საქმე ვერ გამოვა. მახსოვს, ჩემს დროს ქუთაისში საფეხბურთო მატჩი ზეიმი იყო. ბილეთი არ იშოვებოდა. ხალხი ტანსაცმელს ტოვებდა და ისე შედიოდა. მოედანი ხალხით ივსებოდა,“ - ამბობს ნოდარ სარჯველაძე.
ვეტერანი სპორტსმენი დღესაც ცხოვრების აქტიურ წესს მისდევს. ნოდარ სარჯველაძე ქუთაისში შექმნილ ვეტერან ფეხბურთელთა საბჭოს წევრია. საბჭო მძიმე სოციალური პირობების მქონე ვეტერანი სპორტსმენების დახმარების გარდა, ახალგაზრდებთან შეხვედრებსა და მათთვის გამოცდილების გაზიარებასაც ახერხებს. 27 კაციან საბჭოში სპორტის ყველა სახეობის ვეტერანია გაერთიანებული.
ვეტერანი სპორტსმენის განცხადებით, ახალგაზრდების დაინტერესებისა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციისათვის სახელმწიფოს სპორტულ სკოლებში მონდომებული, თუმცა მძიმე ეკონომიკური პირობების მქონე ოჯხების ბავშვების სწავლის დაფინანსება შეუძლია.
„სპორტსკოლებსა და საფეხბურთო სკოლებში კვალიფიციური მწვრთნელები უნდა იყვნენ, რომ მომავალი თაობა გაზარდონ. როგორც დედა ენა ისწავლება, ისე უნდა ისწავლებოდეს საფეხბურთო სკოლებში ფეხბურთი. ჩვენ მარტო ფეხბურთს კი არა, საზოგადოებაში ქვევის წესებს გვაწავლიდნენ და განათლებას გვაძლევდნენ. ისეთი სკოლა უნდა შექმნან, სადაც გაჭირვებული ოჯახების შვილებს სწავლის საშუალება ექნებათ და ნიჭიერი მომავალი თაობა არ დაიკარგება,“ - ამბობს ნოდარ სარჯველაძე.
ვეტერანი სპორტსმენი საკუთარი გამოცდილების გათვალისწინებით, ახალგაზრდებს მეტი აქტიურობისაკენ მოუწოდებს და ცხოვრებაში წარმატების მიღწევისა და ხალხის სიყვარულის მოპოვების რეცეპტს აძლევს.
„ახალგაზრდებს ვურჩევ, რომ დროს ტყუილად ნუ აცდენენ და სპორტში ჩაებან. სპორტი აჯანსაღებს ადმიანს სულით, ვაჟაკაცობით და ყველა კარგ თვისებას სძენს მას. ვინც სპორტით დაკავდება, დიდი პერსპქეტივა, ხალხის დაფასება ექნებათ ცხოვრებაში და ყველგან გაეხსნებათ გზა“.

„სპორტისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზება, ახალგაზრდების დაინტერესება სპორტით, სპორტსმენების გაცნობა და მედიის მხრიდან მათი მხარდაჭერა,- ეს იმ პროექტის მიზნებია, რომელიც ქუთაისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურმა დააფინანსა. პროექტის ხანგრძლივობა 3 თვეს მოიცავს.


ნანახია: 2036-ჯერ

მსგავსი სიახლეები
24 წლის ირაკლი რევიშვილი უკვე სამი წელია „აია“-ს გუნდის კაპიტანია. 16 წლის შემდეგ უმაღლეს ლიგაში თამაშობს. მისი თქმით, სპორტი
„სპორტი ჩემთვის მხოლოდ გატაცება არ არის. სპორტი ჩემი ცხოვრებაა“, -ამბობს ქუთაისელი სპორტსმენი კონსტანტინე ხვისტანი.
ქუთაისელი სპორტსმენი ახალგაზრდებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ახალგაზრდებს ვარჯიში და ცხოვრების ჯანსაღი წესის აყოლა ან ეზარებათ
სპორტსმენი რაულ ცირეკიძე ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონია. 27 წლის სპორტსმენი სპორტის ამ სახეობით 10 წლის ასაკიდან არის დაკავებული.
21 წლის გიორგი ლომთაძე 6 წელია სპორტის იმ სახეობით არის დაკავებული, რომელსაც ძალოსნობა ჰქვია. სპორტულ კარიერაში გიორგის მიღწევებს
რაც შეეხება სპორტის მიმართ ახალგაზრდების ინტერესს, როსტომ ხახალეიშვილი თვლის, რომ დღეს ახალგაზრდების დიდი ნაწილი სპორტის ისეთი