Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა პრობლემები შექმნა დიდთოვლობამ იმერეთის რეგიონში?

თარიღი : 14-02-2020, 11:32 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის რეგიონში გზების გაწმენდითი სამუშაოები დილიფან მიმდინარეობს. დიდთოვლობისა და რთული კლიმატური პირობების მიზეზით, მუნიციპალიტეტების ნაწილში ელექტროენერგიის მიწოდებისა და გადაადგილების პრობლემაა.

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სადაც ზედა ზონებში თოვლის საფარის სიმაღლე ერთ მეტრს სცდება, შუქის გარეშე 3 500 აბონენტია დარჩენილი. გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს ტყიბული-მუხურას გზაზე, რომელიც გუშინ, გვიან გაწმენდის მიუხედავად, კვლავ გასაწმენდია.

ჭიათურის 60 სოფლიდან ამ წუთებში 9 სოფლის გზა იწმინდება. ჩაკეტილია სოფლების-ხრეითის, რგანისა და ხვაშითის მონაკვეთები, ხოლო ქვაციხის, ბიღის, მორძგვეთისა და ცხრუკვეთის მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება.

თერჯოლაში ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი სოფლების-თუზის, საზანოს, ალისუბნის, ღვანკითის, ძევრის ნაწილის და რუფოთის მოსახლეობა.

ხარაგაულში ჩაკეტილია მოლითი-წიფის მონაკვეთები. კიცხში კი მოძრაობა მაღალი გამავლობის ტექნიკითაა დასაშვები.

ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდების პრობლემა არ აქვს ზესტაფონის მოსახლეობას.

ამ დროისათვის ელექტროენერგია არ მიეწოდება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ათ სოფელს, მათ შორის-გეგუთს, ბანოჯას, დღნორისას, ქვილიშორს და ჩუნეშს.

იმერეთის გუბერნატორის პრესსამსახურის ინფორმაციით, ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს გზების გაწმენდა და “ენერგო პრო ჯორჯია”-ს ბრიგადები მუშაობენ ელექტროენერგიის აღდგენაზე. რეგიონში არსებულ ვითარებას ეცნობა მხარის პირველი პირი.


ნანახია: 334-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გასულ ღამეს რეგიონში თოვლის საფარმა 40 სანტიმეტრამდე მიაღწია.
დიდთვოლობის გამო, რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე 'ენერგო პრო ჯორჯიას' დასავლეთ საქართველოს
იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში "ენერგო-პრო ჯორჯიას" 45 000 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ამინდი