Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის ბაღებსა და სკოლებში სწავლა განახლდა, თუმცა მოსწავლეების დასწრების პრობლემაა

თარიღი : 14-02-2020, 10:11 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის საბავშვო ბაღებსა და საჯარო სკოლებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდა. როგორც იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს აცნობეს, ბუნებრივი აირის მიწოდების კუთხით საგანმანათლებლო დაწესებულებებში პრობლემა აღმოფხვრილია და სწავლა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.

"ჩვეულებრივად, როგორც იყო დაგეგმილი, სწავლა განახლდა დღეს. 38-ვე საჯარო სკოლაში მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, თუმცა დასწრება მცირეა,"-განაცხადა ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მაია ცქიტიშვილმა.

"სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდა ყველა ბაღში, სადაც ბავშვი მივიდა, თუმცა დასწრება ძალიან მცირეა,"-განაცხადა ააიპ "ბაგა-ბაღების" გაერთიანების ხელმძღვანელმა დავით წიტაიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მოსახლეობის მცირე ნაწილს ბუნებრივი აირი ჯერ კიდევ არ მიეწოდება. შეზღუდვის მიზეზი სოფელ ქვიტირში, გაზგამანაწილებელ სადგურში მომხდარი ავარიაა.


ნანახია: 385-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო პროცესი განახლდა.
ქუთაისის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა.

ამინდი