Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, ყინვისგან და სიცივისგან შეწუხებული მოქალაქეები გათბობას კორპუსის წინ დანთებული ცეცხლით ცდილობენ

თარიღი : 13-02-2020, 23:07 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ბუკიას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსის წუნ მოქალაქეებმა ცეცხლი დაანთეს და ქალები და ბავშვები ამ ფორმით გაათბეს. ისინი ამბობენ, რომ ქუთაისში 90-იან წლებში დაბრუნდა, რადგან ბუნებრივი აირის გარდა, ქალაქის ნაწილს არც ელექტროენერგია მიეწოდება.

"გამორთულია ჩვენს ბინებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე. არ გვაქვს ელექტროენერგია და გაზი. პატარა ბავშვები გვყავს, დავიხოცეთ სიცივით, მით უფრო ახლა როცა თოვლი და ყინვაა. აღარ შეგვიძლია, გაუსაძლის მდგომარეობაში ვართ. იძულებულები გავხდით ჩამოვსულიყავით ეზოში და აქ მაინც გავმთბარიყავით, არ დავხოცილიყავით სიცივით,”-აცხადებენ მოქალაქეები.

"სიმბოლურადაც გავაკეთეთ 90-იანები რომ ბრუნდება, თან ვთბებით. ელექტროენერგიაც გაითიშა, გაზიც 2 დღეა არაა და ვართ ყინვაში. ავაწრიალეთ ყველაფერი, იმედია მალე მიგვარდება ყველაფერი,"-ამბობენ ადგილობრივები.

ცნობისთვის, წყალტუბოს სოფელ ქვიტირში, გაზგამანაწილებელ სადგურზე მომხდარი ავარიის გამო, ქალაქის მოსახლეობის ნაწილს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება.


ნანახია: 577-ჯერ

მსგავსი სიახლეები
წვიმების გამო, გაზის მილში წყალი ჩავიდა, რის გამოც შესაძლო იყო ავარიული მდგომარეობა მომხდარიყო და გაზი დროებით გათიშეს.

ამინდი