Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

უფასო იურიდიული კონსულტაცია თქვეთვის საინტერესო საკითხებზე (კითხვა-პასუხი)

თარიღი : 16-03-2014, 13:08 | კატეგორია: სამართალი   
topnews.com.ge
1.კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, საქართველოს პრეზიდენტის რომელი სამართლებრივი აქტები არ საჭიროებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ საქართველოს კონსტიტუციის 731 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად: საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტები, გარდა საომარი მდგომარეობის დროს გამოცემული აქტებისა და ამ მუხლის მე-2–მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, საჭიროებს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას.
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად: კონტრასიგნაციას არ საჭიროებს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანება, გარდა კონსტიტუციით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად:კონტრასიგნაციას არ საჭიროებს საქართველოს პრეზიდენტის ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც, კონსტიტუციის შესაბამისად, გამოცემულია მთავრობის წარდგინებით ან რომლებზედაც მთავრობას მიცემული აქვს წინასწარი თანხმობა.
ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად: კონტრასიგნაციას არ საჭიროებს საქართველოს პრეზიდენტის ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც უკავშირდება:
ა) პარლამენტის არჩევნების დანიშვნას და მის დათხოვნას კონსტიტუციის მე-80 მუხლის საფუძველზე, ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის მოწვევას, აგრეთვე პარლამენტის რიგგარეშე სხდომის ან სესიის მოწვევას;
ბ) კანონის ხელმოწერას და გამოქვეყნებას, აგრეთვე პარლამენტში კანონპროექტის შენიშვნებით დაბრუნებას;
გ) კონსტიტუციით განსაზღვრულ თანამდებობის პირთა წარდგენას, დანიშვნას, გათავისუფლებას და გადაყენებას, თუ კონსტიტუციით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
დ) სასამართლოში, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმართვას;
ე) პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის წამოყენებას და პრემიერ-მინისტრის დანიშვნას;
ვ) მთავრობისთვის მოვალეობის შესრულების დაკისრებას კონსტიტუციის მე-80 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად;
ზ) სახელმწიფო ჯილდოებისა და სპეციალური წოდებების მინიჭებას;
თ) მოქალაქეობის მინიჭებასა და შეწყვეტას;
ი) მთავრობის სხდომაზე საკითხის განხილვის მოთხოვნას კონსტიტუციის 78-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით;
კ) პრეზიდენტის ადმინისტრაციის და ეროვნული უშიშროების საბჭოს საქმიანობას;
ლ) საომარი მდგომარეობის გამოცხადებასა და გაუქმებას;
მ) მსჯავრდებულთა შეწყალებას.
5. პრეზიდენტის სამართლებრივია ქტი, რომელიც საჭიროებს კონტრასიგნაციას, ქვეყნდება და სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს მხოლოდ კონტრასიგნაციის შემთხვევაში.

2. კითხვა: გთხოვთ, გვიპასუხოთ, ვინ ნიშნავს და ათავისუფლებს თანამდებობიდან გუბერნატორს?
პასუხი: სახელმწიფო რწმუნებულს – გუბერნატორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობა.

3. კითხვა: არის თუ არა შესაძლებელი პარლამენტიდან საქართველოს პარლამენტის წევრის გაწვევა?

პასუხი:განგიმარტავთ, რომ საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად:საქართველოს პარლამენტის წევრი არის სრულიად საქართველოს წარმომადგენელი, სარგებლობს თავისუფალი მანდატით და მისი გაწვევა დაუშვებელია.


4. კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, როგორ ისჯება უკანონო აბორტი?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 133-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად:უკანონო აბორტი,-ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ორას ორმოც საათამდე ან და გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: იგივე ქმედება, ჩადენილი უკანონო აბორტისათვის მსჯავრდებულის მიერ, რამაც გამოიწვია შვილოსნობის სამუდამო მოშლა ან სხვა მძიმე შედეგი,-ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად: უკანონო აბორტი, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა,-ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

5. კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რომელი დრო ითვლება ღამედ სისხლის სამართლის პროცესში?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი მე-17 ნაწილის თანახმად: ღამე არის დრო 22 საათიდან 6 საათამდე.

6. კითხვა: სიმთვრალის გამო ჩემს მეუღლეს 6 თვით შეუჩერდა მართვის უფლება. აქვს თუ არა უფლება თანხის გადახდის შემდეგ დაიბრუნოს მართვის მოწმობა და რა ღირს აღნიშნული?
პასუხი: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის 4.შენიშვნის თანახმად: ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გამოვლენის შემთხვევაში საქმის განმხილველ ორგანოს შეუძლია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება შეცვალოს 700 ლარის ოდენობის ჯარიმით (ეს წესი არ ვრცელდება 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირისთვის შეჩერებულ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებაზე). (27.11.2013. N1644 ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.)

7. კითხვა: მაქვს ჩემი ნაშრომი ამჟამად არიან ჩემი ნაშრომით დაინტერესებულები იმდენად, რომ სერიოზულ ნაბიჯებსაც ველოდები უკვე და მათ მითხრეს, რომ თანავტორებად ისინიც იქნებიან. მე ვიცი, რომ მსოფლიოს მაშტაბით ესეთი რამე არ ხდება, რომ ნაშრომს სხვა ადმიანმა აღარაფერი მიუმატოს და ნაშრომის ავტორს უთხრას თანავტორი მეც უნდა ვიყო და კიდევ სხვაც იქნებაო. მე კი ვიცი, რომ ავტორი მხოლოდ ერთია, ვინც შექმნა ან ჩემ შემთხვევაში მხოლოდ მე და დამფუძვნებელის სახელითაც მხოლოდ მე უნდა ვიყო, ხოლო ვინც ნაშრომის შექმნაში მეხმარება, ის ინვესტორი იქნება პარტნიორი და თავის წილობრივ შემოსავალს მიიღებს. მოკლედ თუ შეიძლება მითხრათ ამ შემთხვევაში თანავტორობა რასთანაა დაკავშირებული და რამდენად არახელსაყრელი იქნება იგი ჩემთვის ან რა სირთულეებს შემიქმნის?

პასუხი: საზოგადოების წარმოდგენაში ნაწარმოები მიჩნეული იქნება ორივე თანავტორის ინტელექტუალურ შემოქმედებად, ანუ ორივე თანავტორი თანაბარი უფლებებით სარგებლობს.
მუხლი 11. თანაავტორობა
1. საავტორო უფლება ნაწარმოებზე, რომელიც ერთობლივი ინტელექტუალურშემოქმედებითი საქმიანობის შედეგად შექმნა ორმა ან ორზე მეტმა პირმა (თანაავტორობა), ერთობლივად ეკუთვნის თანაავტორებს, იმის მიუხედავად, ეს ნაწარმოები წარმოადგენს ერთ განუყოფელ მთლიანობას, თუ შედგება ნაწილებისაგან, რომელთაგან თითოეულს დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვს. თანაავტორთა ურთიერთობა განისაზღვრება მათ შორის დადებული ხელშეკრულებით. (03.06.2005 N 1585)
2. არც ერთ თანაავტორს არა აქვს უფლება, აკრძალოს ნაწარმოების გამოყენება საამისოდ საკმაო საფუძვლების არსებობის გარეშე.
3. თანაავტორთა შეთანხმებით ნაწარმოების გამოცემა ან საჯარო გაცნობა შეიძლება განხორციელდეს ერთობლივი ფსევდონიმით. (03.06.2005 N 1585)
4. ყოველ თანაავტორს აქვს უფლება, გამოიყენოს ნაწარმოების ის ნაწილი, რომელიც მის მიერ არის შექმნილი და რომელსაც დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვს, თუ მათ შორის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
5. თანაავტორობით შექმნილი ნაწარმოების ნაწილი ჩაითვლება დამოუკიდებელი მნიშვნელობის მქონედ, თუ იგი შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნაწარმოების სხვა ნაწილების გარეშეც.



იურიდიული კონსულტაცია
მისამართი: ქუთაისი, კოსტავას ქუჩა N11
ტელ. 0(431)241192
ელ.ფოსტა: Kutaisi@gyla.ge
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალი

ან მოგვწერეთ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს ელექტრონულ ფოსტაზე: topnewscomge@gmail.com


ნანახია: 1945-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როგორ ისჯება პროსტიტუციაში ჩაბმა და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირისათვის შეხვედრის შეთავაზება სექსუალური მიზნებისათვის?,-
როგორ ისჯება პროსტიტუციაში ჩაბმა და პროსტიტუციისათვის საცხოვრებლის გადაცემა?-ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე კვალიფიციური
როგორ ისჯება განზრახ მკვლელობა? თვითმკვლელობამდე მიყვანა და ოჯახში ძალადობა? -თქვენთვის საინტერესო კითხვებზე კვალიფიციური
მოგვწერეთ თქვენთვის საინტერესო კითხვები საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს ელექტრონულ ფოსტაზე: topnewscomge@gmail.com
რა სასჯელს იწვევს კრედიტის უკანონოდ მიღება და წვრილმანი ხულიგნობა?როგორ ისჯება გადასახადისათვის თავის არიდება?-ეს და სხვა
რა სახის სასჯელს ითვალისწინებს მომხმარებლის ან ბანკის მოტყუება კრედიტის აღების მიზნით? რომელი რიგის მემკვიდრეებს ერგებათ

ამინდი