ტყიბულის სოფელ მუხურაში თოვლის საფარის სიმაღლე ორ მეტრს სცდება
თარიღი : 13-02-2020, 13:41 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ტყიბულის მაღალმთიან სოფელ მუხურაში გადაუღებლად თოვს, რის გამოც თოვლის საფარის სიმაღლე მუხურა-ტყიბულის დამაკავშირებელ მონაკვეთზე 2 მეტრს სცდება.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ წუთებში ორი თოვლმწმენდი ტრაქტორი ინტენსიურად მუშაობს გზის გასახსნელად, თუმცა ურთულესი კლიმატური პირობების გამო სამუშაოები ძალიან ძნელდება.
ადგილობრივების განცხადებით, ამ დროისთვის გზაზე მოძრაობა სრულად პარალიზებულია და სოფელი გარესამყაროს მოწყვეტილია.