Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

დასუფთავების აქცია აჯამეთის აღკვეთილში

თარიღი : 16-03-2014, 12:13 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
აჯამეთის აღკვეთილის ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია მოეწყო.
აქციის ფარგლებში აჯამეთის აღკვეთილის ტერიტორია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ რატი ჯაფარიძემ სოფელ დიმის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დაასუფთავა.
"აჯამეთის ტყე გამოირჩევა პირვანდელი სახით შემორჩენილი იმერული მუხისა და ძელქვის ძველი კორომებით. მოხალისეობრივ აქციაში სკოლის მოსწავლეების ჩართვა ახალგაზრდა თაობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებასა და ბუნებრივი მემკვიდრეობის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს."- აცხადებს ჯაფარიძე.
აჯამეთის ნაკრძალი 1946 წელს ჩამოყალიბდა, 2007 წელს მას აღკვეთილის სტატუსი მიენიჭა.მისი ფართობი 5117 ჰა - ს შეადგენს.


ნანახია: 1969-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სარეაბილიტაციო მონაკვეთი ბაღდათის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და აჯამეთის სახელმწიფო ნაკრძალისა და სოფელ საიმედოს ტერიტორიაზე
ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი დასუფთავების ყოველწლიურ საერთაშორისო კამპანიას შეუერთდა
მსოფლიო დასუფთავების დღესთან დაკავშირებით ვანის მუნიციპალიტეტში დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართა.

ამინდი