Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში სკოლებისა და ბაღების ნაწილში სწავლა შეწყდა

თარიღი : 13-02-2020, 09:49 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ბუნებრივი აირის შეზღუდვის გამო, დღეს ქუთაისის სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი შეწყვიტილია. როგორც იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს განუცხადეს, სასაწავლო-სააღმზრდელო პროცესი სავარაუდოდ ხვალ განახლდება, მას შემდეგ რაც ბუნებრივი აირის მიწოდება აღდგება.

“ამ ეტაპზე 19 საჯარო სკოლაში გვაქვს სწავლა შეჩერებული მხოლოდ ერთი დღით. ხვალ ჩვეულებრივად აღდგება გამომდინარე იქიდან, რომ დღის განმავლობაში სრულად იქნება აღმოფხვრილი გაზის მიწოდების პრობლემა. ხოლო იმ სკოლებში, სადაც ჩვენ არც კი გვქონია აღნიშნული პრობლემა, ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს სასწავლო პროცესი. ანუ, 38 საჯარო სკოლიდან დღეის მდგომარეობით არ სწავლობს 19 სკოლა. ბავშვების უსაფრთხოებიდან გამომდინარე ეს გადაწყვეტილება მართებულია,"-განაცხადა ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მაია ცქიტიშვილმა.

"სადაც ბუნებრივი აირი ვერ მოგვაწოდეს, იქ შევწყვიტეთ სწავლა. ასეთი სულ 17 ბაღია. სავარაუდოდ დღის ბოლოს, ყველა ბაღი უნდა ჩაირთოს, ოღონდ ზუსტად ვერ გეუბნებით, საღამოს მეცოდინება რა მდგომარეობაა,"-ამბობს ააიპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი დავით წიტაიშვილი.

შეგახსენებთ, რომ წყალტუბოს სოფელ ქვიტირში მდებარე “სოკარ ჯორჯია გაზის" ცენტრალურ გამანაწილებელ ქსელში მომხდარი ავარიის გამო, გაზი 44 000 აბონენტს და სტრატეგიულ ობიექტებს გაზი არ მიეწოდება.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 529-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი