Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

პროექტები, რომლებიც ხონის სოფლებში მოსახლეობის მოთხოვნით განხორციელდება

თარიღი : 12-02-2020, 14:42 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ხონში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.

ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სოფელ ძეძილეთის, გვაშტიბის, ღვედისა და გელავერის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.

ძეძილეთის მოსახლეობამ შიდა სასოფლო გზაზე ბეტონის საფარის მოწყობა მოითხოვა.გელავერისა მოსახლეობის გადაწყვეტილებით, სოფლის გზები მოიხრეშება და სანიაღვრე არხები გაიჭრება. სოფელ ღვედში შიდა საუბნო გზაზე ბეტონის საფარი მოეწყობა, ხოლო გვაშტიბში გზები მოიხრეშება.

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხონის მუნიციპალიტეტისთვის 470 000 ლარია გამოყოფილი. თანხა სრულად მოხმარდება სოფლად მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებსა და მათ მიერ გამოკვეთილი პრიორიტეტების შესაბამისად დაიხარჯება.


ნანახია: 305-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი