Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ახალგაზრდებს დროის ფუჭი დაკარგვა არ არგებთ"

თარიღი : 15-03-2014, 20:28 | კატეგორია: საზოგადოება   
topnews.com.ge
ერთ-ერთი აქტიური ახალგაზრდა, რომელიც სკოლის ასაკიდანვე იძენს იმ უნარ-ჩვევებს, რომელიც პროფესიულ წინსვლაში, ცხოვრების აქტიური და ჯანსაღი წესის ათვისებაში დაეხმარება.

საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-სა და ქუთაისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ერთობლივი პროექტის „იყავი აქტიური, გქონდეს შენი ჯანსაღი სტილი“-ს სტუმარი ქუთაისელი ახალგაზრდა მარიამ კაცაძეა.

მარიამი ქუთაისის #12 საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეა, თუმცა მცირე ასაკის მიუხედავად, სხვადასხვა სპორტულ, კულტურულ თუ საგანმანათელბლო ღონისძიებებში მონაწილეობამ გარკვეული ცოდნა მისცა. მომავალი პროფესია ჯერ არ აქვს არჩეული, თუმცა ფიქრობს, რომ პროფესიულ მომავალს სამართალს დაუკავშირებს და იურისტი გახდება.
თავად აქტიური ახლაგაზრდა ქუთაისელ ახალგაზრდებს სიზანტეს უწუნებს და ახალგაზრდული პრობლემების მთავარ მიზეზს მათ ნაკლებაქტიურობაში ხედავს.
„ქუთაისში პრობლემები, რომლებიც ახალგაზრდებს შეეხებათ, დღეს მრავლადაა. ერთ-ერთი პირველი კი არის მათი ნაკლები აქტიურობა და ცხოვრების ის სტილი, რომლითაც პირველ რიგში საკუთარ თავს ვნებენ. არიან ახალგაზრდები ,რომლებიც ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევენ და მის პროპაგანდასაც ახდენენ. თუმცა ახალგაზრდების უფრო მეტი გააქტიურებისთვის ვთვლი, რომ ქალაქის მერიის უშუალო მონაწილეობით შეიძლება დაიგეგმოს სხვადასხვა სპორტული აქტივობა, რომლებშიც ჩაერთვებიან ახალგაზრდები. ამ აქტივოვებებს უნდა ჰქონდეს სისტემატიური სახე და ეს იქნება წინგადადგმული ნაბიჯი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის,“ - ამბობს მარიამ კაცაძე.
მარიამ კაცაძე აქტიურად არის ჩართული ქუთაისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის საქმიანობაში. აღნიშნულ სამსახურთან თანამრომლობამ ახალგაზრდას ქუთაისის ახალგაზრდული პარლამენტის სპიკერობა მოუტანა, რადგან ქუთაისის ახალგაზრდული პარლამენტი აღნიშნული სამსახურისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „თაობათა დიალოგის“ ერთობლივი პროექტია.
„შესაბამისად აქტიურად ვარ ჩართული ქალაქისს მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის საქმიანობაში. ახალგაზრდებს ვურჩევ, რომ პირველ რიგში მისდიონ ცხოვრების ჯანსაღ წესს და მეორეც, ახალგაზრდობა არის ის ბირთვი, რომელიც ქმნის მომავალს. ასე რომ არავის არგებს დროის ფუჭი დაკარგვა. ამიტომ, სჯობს იყვნენ აქტიური მოქალაქეები, მიიღონ მონაწილეობა მოხალისეობრივ საქმიანობებში და გაითავისონ, რომ თითოეული ჩვენგანის აქტიურობა ძალიან მნიშვნელოვანია,“- აცხადებს ქუთაისელი ახალგაზრდა.

„სპორტისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზება, ახალგაზრდების დაინტერესება სპორტით, სპორტსმენების გაცნობა და მედიის მხრიდან მათი მხარდაჭერა,- ეს იმ პროექტის მიზნებია, რომელიც ქუთაისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურმა დააფინანსა. პროექტის ხანგრძლივობა 3 თვეს მოიცავს.


ნანახია: 2843-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქეთი კირიაკიდი ცხოვრების ჯანსაღი წესისა და სპორტის მიმართ ახალგაზრდების ნაკლებად დაინტერესებას მათ ინდიფერენტულობაში ხედავს.
ახალგაზრდებს ვურჩევ, რომპირველ რიგში, ჰქონდეთ მიზანი და მიზნის მისაღწევად საჭირო მოტივაცია. იყვნენ აქტიურები როგორც
ლაშა ბოჭორიშვილი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართლის სპეციალობის მეორე კურსზე სწავლობს. ცდილობს აქტიურად
ქუთაისელი ახლაგაზრდა მიიჩნევს, რომ სპორტსა და ცხოვრების ჯანსაღ წესს ახალგაზრდები ნაკლებად წყალობენ. ჭანტურაია თვლის, რომ
ქუთაისელი ახალგაზრდა თვლის, რომ ახალგაზრდების უმრავლესობა ნაკლებად არის დაკავებული სპორტით, რასაც თამარ კენჭაძის თქმით, უამრავი
საკუთარი გამოცდილებისა და ცხოვრების წესის გათვალისწინებით, ქუთაისელი ახალგაზრდა თანატოლებს აქტიურობისაკენ მოუწოდებს და ურჩევს,

ამინდი