Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისელი მოსწავლეების ნახატებით გაფორმებული ფრანგულად თარგმნილი ქართული ზღაპრები და სპექტაკლი ლევილში

თარიღი : 10-02-2020, 22:14 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის სამხატვრო სკოლის მოსწავლეები საფრანგეთში, პარიზის წიგნის ფესტივალზე გაემგზავრებიან. როგორც Topnews.com.ge-ს აცნობეს, მოსწავლეები წიგნის ფესტივალზე გამომცემლობა “მედუზას“ ინიციატივით არიან მიწვეულები.

ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი ნატალი პატარიძე ამბობს, რომ სამხატვრო სკოლის ბავშვებმა ფრანგულად თარგმნილი ქართული ზღაპრები გააფორმეს და სწორედ ამ წიგნის პრეზენტაციაზე არიან მიწვეული საფრანგეთში.

„ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი გასულ წელს იმყოფებოდა პარიზში, სადაც გამომცემლობა „მედუზასგან“ მივიღეთ შემოთავაზება- ჩვენს მოსწავლეებს ილუსტრაციებით გაეფორმებინათ ქართული ხალხური ზღაპრების თარგმანი ფრანგულ ენაზე. სწორედ ეს წიგნი, სხვა გამოცემებთან ერთად იქნება წარმოდგენილი პარიზის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე და ჩვენი სამხატვრო სკოლის მოსწავლეები მიწვეულები იქნებიან ილუსტრატორების სტატუსით,”-განაცხადა ნატალი პატარიძემ.  

საფრანგეთში ამავდროულად, წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი “ჩუმი გმირი“, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეძღვნება. სპექტაკლზე დავით ლიკლიკაძე მუშაობს. მისი თქმით, სპექტაკლზე მუშაობა დიდი პასუხისმგებლობაა და ყველაფერს აკეთებს მაყურებლის წინაშე ღირსეულად წარსადგომად.

„ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი შარშან იმყოფებოდა პარიზში. სწორედ იქ, გამომცემლობა „მედუზას“ გავაცანით ჩვენი ცენტრის ბავშვები. ამ გამოცემლობაში მუშაობენ ქართველი მთარგმნელები, არაჩვეულებრივი ადამიანები, რომლებმაც თარგმნეს ქართული ზღაპრები ფრანგულად, ფრანგი ბავშვებისთვის. მაშინ შემოგვთავაზეს, რომ ჩვენი სამხატვრო სკოლის ბავშვების ნახატებით გაგვეფორმებინა რომელიმე ზღაპარი. ძალიან გაგვიხარდა და მივიღეთ ეს შემოთავაზება. მოკლედ, ერთ-ერთი ზღაპარი „გვრიტი“ მთლიანად დასურათებულია ჩვენი ბავშვების ნახატებით.  ამ წიგნის პრეზენტაცია პარიზის საერთაშორისო წიგნის ფესტივალზე მოხდება, სადაც ჩვენ ვართ მიწვეული.  

გარდა ამისა, საფრანგეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებმა  მიგვიპატიჟეს ლევილის შატოში და თან გვითხრეს, რომ იქაც მოგვეწყო გამოფენა. ჩვენი სტუმრობა ლევილში არ გვინდოდა მშრალი ყოფილიყო, რადგან ლევილის შატოში ექვთიმე თაყაიშვილი, მაშინდელი დევნილი და ემიგრაციაში მყოფი ხელისუფლება ცხოვრობდა, გადავწყვიტეთ დაგვედგა სპექტაკლი „ჩუმი გმირი“, ექვთიმეს ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. ამ სპექტაკლზე დავაკავეთ მედიასკოლელები. ამასთან, გამოვაცხადეთ ქასთინგი, სადაც  ქალაქის სხვადასხვა სკოლის ნიჭიერი 10-მდე ბავშვი დავიმატეთ. ახლა მიმდინარეობს პრეზენტაციები.
ზოგადად, შენი დადგმული სპექტაკლი ქუთაისში, საქართველოსა და ნებისმიერ ადგილზე ძალიან საპასუხისმგებლოა. მით უმეტეს, როცა სპექტაკლს დგამ საფრანგეთში, ლევილში, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაცაა და პატივიც. მადლობელი ვარ ღმერთის, ბედის, იღბლის და ყველაფრის,”-განაცხადა დავით ლიკლიკაძემ Topnews.com.ge-სთან ინტერვიუში.

სპექტაკლის პრემიერა 22 მარტს, ლევილში შედგება.
 


ნანახია: 808-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პლენერი 10 ივნისს "ახალგაზრდული ცენტრის" შენობაში, ბავშვების მიერ შექმნილი ნამუშევრების გრანდიოზული გამოფენით დასრულდება.

ამინდი