Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რას ითვალისწინებს ‘ქართული ოცნების” მიერ ორი წლის წინ დაანონსებული და საარჩევნო წელს გაცოცხლებული პროექტი?

თარიღი : 10-02-2020, 22:07 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
“ქართული ოცნების” ხელისუფლება ორი წლის წინ დაანონსებულ პროექტს აცოცხლებს. საუბარია წყალტუბოდ სოფელ მაღლაკში, 125 ჰა მიწის ნაკვეთზე სასათბურე კლასტერის შექმნაზე. აღნიშნულ საკითხზე საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული კომპანია ქართულ-ჰოლანდიური კონსორციუმი იმუშავებს.

როგორც იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს განუცხადეს, სასათბურე კლასტერის განვითარების სტრატეგიის საკითხები სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ არჩილ ბუკიამ კონსორციუმის ქართველ და უცხოელ წარმომადგენლებთან ერთად, იმერეთის სახლმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილეს იოსებ ხახალეიშვილს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერს გრიგოლ იოსელიანსა და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს პაატა ახალაძეს გააცნო.

ამასთან, შეხვედრას კონსორციუმის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი დადიანი, სოფლის მეურნეობის წამყვანი ექსპერტ-კონსულტანტი კარელ სპირცი და საერთაშორისო ინვესტორებთან ურთიერთობების ექსპერტ-კონსულტანტები ესწრებოდნენ.

როგორც შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს,  სასათბურე კლასტერის შექმნა ხელს შეუწყობს, ტრადიციული საექსპორტო დარგის სასათბურე მწვანილისა და ბოსტნეულის საექსპორტო პოტენციალის ზრდას და ახალ ბაზრებზე წვდომის რეალურ შანს იძლევა.

„იმერეთში, კერძოდ მაღლაკში, სასათბურე კლასტერის შექმნა იგეგმება ( ამისთვის 125 ჰა მიწის ნაკვეთია გამოყოფილია). ამასთან დაკავშირებით ჩატარდა საერთაშორისო კონკურსი და გაიმარჯვა ქართულ-ჰოლანდიურმა კონსორციუმა, რომელიც იმუშავებს ამ კლასტერის შექმნაზე. პირველი გაცნობითი ხასიათის შეხვედრა უკვე შედგა. ჰოლანდიური მხარის წარმომადგენლები შეხვდნენ ჩვენს მერს, ბატონ გრიგოლ იოსელიანს, შეხვედრას ბატონი იოსებ ხახალეიშვილიც ესწრებოდა. ისაუბრეს მომავალი თანამშრომლობის საკითხებზე.

როგორც აღინიშნა, მომდევნო კვირიდან დაიწყება მოსახლეობასთან შეხვედრები. მიზანი უპირველეს ყოვლისა ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებაა, ამასთან სასათბურე მეურნეობის განვითარება, ჩვენი, ადგილობრივი ნაწარმის შექმნა, რასაც შემდგომ ექსპორტზე გაიტანენ.  ადგილზე ასევე შეიქმნება გადასამუშავებელი საწარმოებიც და მოსახლეობაც ჩააბარებს პროდუქციას. კონკრეტულ გაწერილ გეგმას მომდევნო კვირაში გააცნობენ მოსახლეობას,”-განაცხადეს წყალტუბოს მერიის პრესსამსაურში.

იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge აღნიშნულ თემასთან დაკავშირებულ სიახლეებს ეტაპობრივად, ახალი ინფორმაციის მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

ავტორი: ქეთი გელაშვილი
 


ნანახია: 469-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი რევაზ ასათიანი წყალტუბოში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს
წყალტუბოს მერობის კანდიდატმა გრიგოლ იოსელიანმა წყალტუბოში შპს 'ჰერბიას' სასათბურე მეურნეობა მოინახულა. 'ჰერბია' ბოსტნეული

ამინდი