Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მუხურა-ტყიბულის უღელტეხილზე გადაადგილება პარალიზებულია-გზაში ჩარჩენილი ავტომობილების მძღოლები დახმარებას ითხოვენ

თარიღი : 10-02-2020, 21:35 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ტყიბულის სოფელ მუხურას მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ამ წუთებში მუხურა-ტყიბულის უღელტეხილზე გადაადგილება პარალიზებულია.

“გზაში ჩარჩენილი მანქანების რაოდენობა 12 სცდება. სიტუაციას ართულებს ძლიერი ყინვა და ღამე მუშაობას შეუძლებელს ხდის. მოსახლეობა კვლავ უღელტეხილს გადაღმა დაუცველი რჩება.

მივმართავთ შესაბამის უწყებებს, სასწრაფოდ დაუბრუნდნენ მუხურა-მუჯირეთის გზის საკითხის ინიცირებას და უახლოეს მომავალში გადაწყდეს დადებითად! წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებულ სიტუაციაზე პასუხისმგებლობა დაეკისრება კონკრეტულ თანამდებობის პირებს და პასუხისგება ამ ყველაფერზე იქნება ძალიან მკაცრი,”-აცხადებს მოსახლეობა.


ნანახია: 573-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩომახეთის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
ორიპირის თემი, რომელიც ქუთაისი-ტყიბულის დამაკავშირებელ საავტომობილო და სარკინიგზო გზაზე მდებარეობს, 9 სოფლისგან შედგება.

ამინდი