Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

როგორ ამინდს გვპირდებიან სინოპტიკოსები საქართველოში?

თარიღი : 10-02-2020, 15:49 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
გარემოს ეროვნული სააგენტოს სინოპტიკოსების ცნობით, 10-11 თებერვალს საქართველოში უნალექო ამინდი და ღამის საათებში ძლიერი ყინვებია მოსალოდნელი.

კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურის -5,-8 გრადუსამდე დაწევამ შესაძლოა ციტრუსოვანი კულტურების მოყინვა გამოიწვიოს.

12 თებერვალს დღის მეორე ნახევრიდან 13 თებერვლის დილამდე დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ ნაწილში კვლავ მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალმთაში თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, მაღალმთაში ზოგან ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება.

აღნიშნულ დღეებში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყინვები შედარებით შესუსტდება.


ნანახია: 610-ჯერ

მსგავსი სიახლეები
6-12 თებერვალს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში.

ამინდი