Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

“ქუთაისის მოსახლეობის 60 პროცენტს წყალი  უწყვეტ რეჟიმში  მიეწოდება”

თარიღი : 10-02-2020, 12:13 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მშენებლობის მეორე ფაზა დასკვნით ეტაპზეა. ამ დროისთვის, ქალაქში ახალ ქსელზე გადართვითი სამუშაოები მიმდინარეობს.  

შესრულებული სამუშაოები წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, გრიგოლ მანდარიამ, ქუთაისის სერვის -ცენტრის მენეჯერთან,  ადგილობრივი ხელისუფლებისა და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე დაათვალიერა და  პროექტის მიმდინარეობას გაეცნო.

“კომპანიამ ქუთაისის წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის, დონორი ორგანიზაცირის მხარდაჭერით, დაახლოებით 92 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.  ამ ეტაპზე,  აბონენტების ახალ ქსელზე გადართვა ხორციელდება. შემიძლია ვთქვა, რომ  პროექტის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოების შედეგად,  მოსახლეობის 60 პროცენტს წყალი  უწყვეტ რეჟიმში  მიეწოდება. უახლოეს პერიოდში  ახალ ქსელზე  ქალაქ მუზეუმისა და საფიჩხიის ადმინისტრაციული ერთეულები ჩაირთვება.  სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში ვაგრძელებთ, რათა ძალიან მალე  ყველა ქუჩა, დასახლება და მთელი ქალაქი    უზრუნველვყოთ 24 საათიანი წყალმომარაგებით,”- განაცხადა გრიგოლ მანდარიამ.  

ქუთაისის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის მეორე ეტაპის  ფარგლებში აშენდა გოდოგანზე  ორი და  მუხრანში ერთი რეზერვუარი. ასევე,  მოეწყო სამი სატუმბი სადგური. გაკეთდა 18 კმ წყლის მაგისტრალური მილსადენი და 200 კმ შიდა გამანაწილებელი ქსელი.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები აზიის განვითარების ბანკმა დააფინანსა.


ნანახია: 425-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი