ტყიბულის სოფელ მუხურაში თოვლის საფარის სიმაღლემ ერთ მეტრს მიაღწია
თარიღი : 9-02-2020, 14:02 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ტყიბულის სოფელ მუხურაში, სადაც თოვლის საფარის სიმაღლემ ერთ მეტრს მიაღწია, გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც სოფლის მოსახლეობა აცხადებს, წინა დღით გზის გაწმენდის მიუხედავად, გადაადგილება თითქმის შეუძლებელი იყო.
“ამ გზის პარალიზება იწვევს 1500 ადამიანის გარესამყაროსთან მოწყვეტას, რაც ძალიან ხშირია, წელს უკვე მეექვსედ ფიქსირდება. შესაბამისად, მოსახლეობა მოწყვეტილია სასწრაფო სამედიცინო დახმარების სერრვისს. ეს ნამდვილად არის ჰუმანიტარული კრიზისი და ადამიანებს თოვლის ტყვეობაში ცხოვრება უხდებათ. მუხურა-მუჯირეთის გზის მშენებლობას, რომელიც მყისიერად გადაჭრის ამ დიდ პრობლემას და მუხურას სტაბილურად დააკავშირებს გარესამყაროსთან,”-აცხადებენ ახალგაზრდულ მოძრაობა “ძლიერ მუხურა”-ში.
ადგილზე იმყოფება ტყიბულის მერი. თემურ ჩუბინიძის თქმით, მომარაგებული აქვთ საწვავის მარაგი და მზადყოფნაშია ტექნიკა, რათა მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა არ შეექმნას.