Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დირექტორს სამსახურიდან წასვლას აიძულებენ

თარიღი : 29-08-2013, 16:30 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, კულტურა   
topnews.com.ge
ქუთაისის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დირექტორს მიხეილ ფხაკაძეს განცხადების დაწერას და საკუთარი ნებით თანამდებობიდან წასვლას აიძულებენ. როგორც “ტოპნიუსს” ფხაკაძემ განუცხადა, ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო და საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელმა ლადო პატარიძემ მას განუმარტა, რომ მის თანამდებობაზე სხვა პიროვნება მოიაზრება, რის გამოც ფხაკაძემ გადადგომის შესახებ განცხადება საკუთარი სურვილით უნდა დაწეროს.
“მითხრა, შენი ნებით დაწერე განცხადება, რადგან დირექტორად სხვა უნდა დავნიშნოთო. მე არ ვაპირებ ჩემი ნებით სამსახურიდან წასვლას,”– განაცხადა ფახაკაძემ.
“ტოპნიუსი” ქუთაისის მერიის კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელს ლადო პატარიძეს დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნული უარყო და განაცხადა, რომ მსგავსი საუბარი მიხეილ ფხაკაძესთან არასოდეს ჰქონია.
“გამაცინეთ, მსგავსი არასოდეს არაფერი მითქვამს მისთვის. საიდან მოიტანა არ ვიცი,”– ამბობს პატარიძე.
ცნობისთვის, ქუთაისის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი მიხეილ ფხაკაძე აღნიშნულ თემაზე ხვალ ჟურნალისტებისათვის ბრიფინგს გამართავს.


ნანახია: 3342-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ღონისძიებას ქუთაისიდან მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე უერთდება.
ღონისძიება ა(ა)იპ 'ქ.ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების' ფილიალის მოსწავლე-ახალგაზრდობის
ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს ახალი დირექტორი ჰყავს.
მოსწავლე-ახალგაზრდობის დირექტორის მიხეილ ფხაკაძის თქმით, ლადო პატარიძემ მას განუცხადა, რომ თუ ისინი ამის შესახებ ინფორმაციას
შეგახსენებთ, რომ 2015 წელი იუნესკომ აკაკი წერეთლის წლად გამოაცხადა.
კონფერენციაში დაახლოებით 300-მდე მოსწავლე იღებს მონაწილეობას. ქუთაისში შერჩეული ნამუშევრები თბილისში, ეროვნულ კონფერენციაზე

ამინდი