Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა გაკეთდება ხონის სოფლებში 'სოფლის მხარდაჭერის პროგრამის' ფარგლებში?

თარიღი : 9-02-2020, 12:55 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხონში "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.

ხონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა გერასიმე მჟავანაძემ და მანანა გოფოძემ საკრებულოსა და მერის წარმომადგენლებთან ერთად, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, სოფელ გოჩა- ჯიხაიშის, დიდი და შუა გუბის, ხიდისა და ახალშენის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს.

გოჩა-ჯიხაიშში მოსახლეობამ მოსაცდელისა და საბავშვო ბაღის ეზოში ატრაქციონის მოწყობა მოითხოვა. ხიდის მოსახლეობის გადაწყვეტილებით, დასრულდება გარე-განათების სისტემის მონტაჟი და მოწესრიდგება ერთ-ერთ შიდა სასოფლო გზა. სოფელ დიდი გუბის მოსახლეობამ საბავშვო ბაღის ეზოში ატრაქციონის განთავსება და შიდა სასოფლო გზების მოხრეშვა გადაწყვიტა. შუა გუბში მგზავრთა მოსაცდელს ჩაუტარდება რეაბილიტაცია და ხარაბაძეების უბანში საძოვრებამდე მისასვლელ გზაზე ხიდ-ბოგირი მოეწყობა. სოფელ ახალშენის მოსახლეობის გადაწყვეტილებით, ნამაშევში დაიდგმება საბავშვო ატრაქციონი, "სვანების დასახლებაში" მოეწყობა სავარჯიშო მოედანი, "ფრანგების დასახლებაში" არსებული სკვერი მოწესრიგდება, "პანტიყანის" ჩასასვლელში სანიაღვრე არხი გაიწინდება და 400 მეტრი სიგრძის გზაზე ბეტონის საფარი მოეწყობა.

"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში", რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხონის მუნიციპალიტეტისთვის 470 000 ლარია გამოყოფილი. თანხა სრულად მოხმარდება სოფლად მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებსა და მათ მიერ გამოკვეთილი პრიორიტეტების შესაბამისად დაიხარჯება.


ნანახია: 320-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი