Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჩანთები მუხრან მაჭავარიანის ლექსებითა და გამოსახულებით-რას ემსახურება ცნობილი ქართველი პოეტ-აკადემიკოსის სახლ-მუზეუმის ხელმძღვანელის წამოწყება

თარიღი : 8-02-2020, 15:57 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ყველასთვის საყვარელი და ცნობილი ქართველი პოეტ-აკადემიკოსის მუხრან მაჭავარიანის გამოსახულებით ჩანთები გამოვიდა. შავ, ნაჭრის ჩანთაზე პოეტის გამოსახულებასთან ერთად, მისი ლექსები და ხელნაწერებიცაა დატანილი.

როგორც მუხრან მაჭავარიანის სახლ-მუზეუმის ხელმძღვანელო გიორგი იაშვილი Topnews.com.ge-ს უყვება, აღნიშნული ინიციატივა მუხრანის შემოქმედების პოპულარიზაციას ემსახურება. ამასთან, მისივე თქმით, ჩანთების რეალიზაციიდან შემოსული თანხის ნაწილი ქველმოქმედებას, ნაწილი კი თავად მუზეუმს მოხმარდება.

„გაჩნდა იდეა, რომ დაგვემზადებინა ჩანთები, სადაც დატანილი იქნებოდა მუხრანის ლექსები, მისი გამოსახულებითა და ხელნაწერით. ამით ჯერ ერთი, ადამიანებს ვახსენებთ ამ დიდი პოეტის შემოქმედებას. ამასთან, გვინდა, რომ ჩანთებიდან შემოსული თანხის ნაწილი ქველმოქმედებას მოვახმაროთ, ნაწილი კი - მუზეუმის შენახვას. მოგეხსენებათ, მუზეუმი არ არის არც სახელმწიფოსა და კულტურის სამინისტროს, არც მუნიციპალიტეტის ბალანზე, ის არის კერძო, აიპი. აქედან გამომდინარე, მუზეუმს სჭირდება მოვლა-პატრონობა. მაგრამ უფრო საქველმოქმედო საქმისთვისაა ეს. ამ ჩანთების რეალიზაციის შემდეგ ვაპირებ საქველმოქმედო ღონისძიება გავაკეთო და რამდენიმე გაჭირვებულ ადამიანს დავეხმარო. ესაა ჩემი მთავარი მიზანი და ამოცანა.

ჩანთები სულ რაღაც 10 დღეა, რაც წარმოებაშია. ძალიან ლამაზი ლექსებია დატანილი ზედ, მოგეხსენებათ პოეზია ადამიანის სულიერი საზრდოა. ჯერჯერობით მხოლოდ 5 ლექსია წარწერილი, უმეტესობა სასიყვარულოა. ამჟამად 100 ჩანთა გვაქვს. ჩანთებთან ერთად კალმები, ხელნაწერები და სხვადასხვა ნივთები გვაქვს, რაც მუხრანთან ასოცირდება,“-აცხადებს გიორგი იაშვილი.

მისივე თქმით, საქველმოქმედო საღამო 12 აპრილს (მუხრან მაჭავარიანის დაბადების დღე)ან 17 მაისს (გარდაცვალების დღეა, ამასთან ოჯახის სიწმინდის დღე). ეს იქნება ღონისძიება, სადაც ბავშვები წაიკითხავენ მუხრანის ლექსებს, შესრულდება ქართული ცეკვა და სიმღერა.

„აქ ცხოვრობდა მუხრანი. აქაა დაწერილი „შენ სისხლო ჩემო“, „საბა“, „მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა“ და ა.შ. ამ ეზოშია მუხრანის ნაფეხურები, აქ ტრიალებს მისი სული. მუხრანის გარდაცვალების შემდეგ მისმა ოჯახმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს, როგორც მუზეუმი ისე დაფუძნებულიყო. მას შემდეგ ამ მუზეუმს არაერთი ადამიანი სტუმრობს, თითქმის ყველა სკოლაა ნამყოფი. ბევრი რამის ნახვა შეუძლიათ აქ, ტარდება ღონისძიებებიც, ძალიან კარგი გარემოა,“-ამბობს გიორგი იაშვილი.

მუხრან მაჭავარიანი 2010 წლის 17 მაისს გაიდაიცვალა. იგი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. მისი საფლავი ნოდარ დუმბაძისა და იაკობ ნიკოლაძის  საფლავების გვერდით მდებარეობს.

პოეტის მშობლიურ სოფელ არგვეთში კი მუხრან მაჭავარიანის სახლ–მუზეუმი 2015 წელს გაიხსნა.

P.S. ჩანთების შეძენის მსურველებს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ნომერზე: 551228807. ჩანთის საფასური 20 ლარს შეადგენს ადგილზე მიტანის სერვისით.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 425-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მუხრან მაჭავარიანის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა.
ღონისძიებები პოეტის მუხრან მაჭავარიანის შემოქმედებას მიეძღვნა. აქტივობები სოფელ არგვეთში მუხრან მაჭავარიანის სახლ– მუზეუმში და
ღონისძიებებს კონცერტი და ფოიერვერკი დაასრულებს.
ვისაც უყვარს თავისი სოფელი და სურს ფართო აუდიტორიამ გაცილებით მეტი იცოდეს მისი სოფლის ისტორიის, ღირსშესანიშნაობებისა და ტრადიციის

ამინდი