Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ტორპედოსთვის" ჯარიმების დაწესება თავში აგურის ჩარტყმას და კომაში გაშვებას ნიშნავს"

თარიღი : 15-03-2014, 12:23 | კატეგორია: პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
„თავისუფალი საქართველო“ და ქუთაისის „ტორპედოს“ ვეტერანი ფეხბურთელები ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელ კომიტეტს „ტორპედოს“ მიმართ დაწესებული სანქციების გაუქმების ან მისი შერბილებისაკენ მოუწოდებენ.
პარტიის იმერეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის გოგი წულაიას განცხადებით, ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა უნდა შეარბილოს ის სანქცია, რომლის მიხედვით, ქუთაისში ფეხბურთის გამართვა არ შეიძლება. ხოლო ამის ნაცვლად დაადგინოს სანქცია, რომ თამაში ჩატარდება ქუთაისში, თუმცა გულშემატკივრების გარეშე. გოგი წულაიას თქმით, ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა გუნდის მიმართ დაწესებული ფულადი ჯარიმა 19 000 ლარი ან საერთოდ უნდა გააუქმოს ან გუნდს მისი გადახდის საშუალება წლის ბოლომდე მისცეს.
„ვისოლმა“ როგორც ააყვავა ფეხბურთი ქუთაისში, ვნახეთ. გუნდისათვის 19 000 ლარიანი ჯარიმის დაწესება მისთვის თავში აგურის ჩარტყმას და აგონიაში მყოფი გუნდის კომაში გაშვებას ნიშნავს. ვითხოვთ ჯარიმის გაუქმებას ან მის გადატანას წლის ბოლომდე. გუნდი მძიმე მატერიალურ მდგომარეობას განიცდის, ამიტომ, სანქციები უნდა შეამცირონ. ქართულ იფეხბურთი ქუთაისის ფეხბურთის გარეშე ვერ განვითარდება. გზა აუვლის ქუთაისს, პარლამენტს გადაიტანენ, ფეხბურთს გვიკლავენ. მარტო ყინულის მოედანი გვრჩება და ეგ თუ უშველის ქუთაისს, მაშინ პირველი დავიწყებ სრიალს,“ - აცხადებს წულაია.
ქუთაისის „ტორპედოს“ სანქციები 9 მარტს, „ტორპედოსა“ და თბილისის „დინამოს“ შორის ჩაშლილი თამაშის გამო დაეკისრა. თამაშის ჩაშლის მიზეზად კი მოედანზე „ტორპედოს“ გულშემატკივრების შეჭრა დასახელდა.


ნანახია: 1940-ჯერ

მსგავსი სიახლეები
„ჩანს, მავან ხალხს ქუთაისური ფეხბურთის დანგრევა უნდა,“ - ამგვარად აფასებს ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელი რევაზ ძოძუაშვილი
როგორც საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, ქუთაისში მომხდართან დაკავშირებით ფეხბურთელებს
გუნდს 3000 ლარიანი ჯარიმა და სტადიონს 5 მატჩიანი დისკვალიფიკაცი – ასეთია, სფფ–ს გადაწყვეტილება.კლუბს აღნიშნული სანქცია 21
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები 3 ოქტომბერს გაიმართება.

ამინდი