Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში ‘დავითობას’ აღნიშნავენ

თარიღი : 8-02-2020, 12:45 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში დავითობის დღესასწაულის აღნიშვნა დილიდან დაიწყეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ჩოხოსნებმა და მოქალაქეებმა დავით აღმაშენებლის ძეგლი გვირგვინით შეამკეს.

ამასთან, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნირებათა ფაკულტეტის ინიციატივით, ტრადიციულად, დავითობასთან დაკავშირებით, საზეიმო მსვლელობა გაიმართა. მსვლელობის მონაწილეებმა უნივერსიტეტის ფოლკლორულ ანსამბლ ,,ადილასთან" ერთად დავით აღმაშენებლის ძეგლი ა გვირგვინით შეამკეს.

დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა აღევლინა გელათის სამონასტრო კომპლექსში, სადაც დიდი მეფის საფლავს პატივი მიაგეს და ახალი ჩოხოსნები აკურთხეს.

ამასთან, გაიმართა ფოტო-გამოფენა სახელწოდებით "გალობის გელათური სკოლა".

დღის მეორე ნახევარში დაგემილია სხვადასხვა კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებებიც.

18:00 საათზე კი დავითობისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება.


ნანახია: 527-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დავითობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქუთაისში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა.
გელათის სამონასტრო კომპლექსში, სადაც დავით აღმაშენებელია დაკრძალული, დილიდან საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩოხოსნები ჩადიან.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 8 თებერვალს წმინდა კეთილმორწმუნე მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს.

ამინდი