Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

11 თებერვლამდე საქართველოში ძლიერი ქარი, ზოგან ძლიერი თოვა, მაღალმთიან რეგიონებში ნისლი და ქარბუქი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ხოლო ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობაა მოსალოდნელი

თარიღი : 7-02-2020, 16:42 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
გარემოს ეროვნული სააგენტოს სინოპტიკოსების ცნობით, 11 თებერვლამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება რთული მეტეოროლოგიური პირობები: ძლიერი ქარი, ზოგან ძლიერი თოვა, მაღალმთიან რეგიონებში ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე შტორმი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა. საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის გადაადგილება.

“9-11 თებერვალს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მნიშვნელოვნად აცივდება. კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურის -5, -8 გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ შესაძლებელია ციტრუსოვანი კულტურების დაზიანება გამოიწვიოს,”-აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.


ნანახია: 527-ჯერ

მსგავსი სიახლეები
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე შესაძლებელია 4–5 ბალიანი შტორმი.

ამინდი