Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

დევნილი ოჯახებისათვის იმერეთის რეგიონში 13 კორპუსი შენდება

თარიღი : 7-02-2020, 14:02 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
დევნილთა სააგენტოს იმერეთის ტერიტორიულ სამმართველოს  დავით ჭეიშვილი უხელმძღვანელებს. ჭეიშვილი სახელმწიფო რწმუნებულთან და მუნიციპალიტეტების მერებთან გამართულ შეხვედრაზე დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა წარადგინა.

ამასთან, შეხვედრაზე იმერეთის რეგიონში მცხოვრებ დევნილთა და ეკომიგრანტთა განსახლების, მათი საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის საკითხებსა და არსებულ პრობლემებზე იმსჯელეს.

სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, 2020 წლიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების პროცესი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება.

დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, იმერეთის რეგიონში, ჯამში, 13 კორპუსი შენდება. წყალტუბოში, 560 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით 8 კორპუსის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, აქედან, ორი კორპუსის მშენებლობა უახლოეს მომავალში დასრულდება და 2020 წელს ბინა 140 ოჯახს გადაეცემა.

გარდა ამისა, ქუთაისში 5 კორპუსი შენდება, სადაც ბინა 800 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცემა.
 


ნანახია: 298-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თერჯოლაში 44 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს საცხოვრებელი სახლის გასაღები, დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილემ გოგი
დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა, ქუთაისის მერმა შოთა მუღულიამ და იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ ქუთაისში,

ამინდი