იმერეთის გუბერნატორმა ხარაგაულის რაიონში №1 საბავშვო ბაღში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
თარიღი : 15-03-2014, 11:49 | კატეგორია: ახალი ამბები

იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა ხარაგაულის რაიონში # 1 საბავშვო ბაღში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ბაღის შიდა და გარე ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ახალი ინვენტარის შეძენა და ეზოში გასართობი ატრაქციოენების მოწყობა. პროექტის ღირებულება 60 ათასი ლარია. პროექტი თანადაფინანსების პრინციპით ხორციელდება და რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
მიმდინარე წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო–სარეაბილიტაციო სამუშაოები 8 საბავშვო ბაღში მიმდინარეობს.
ამ პროექტისთვის 1 მილიონი ლარი დაიხარჯება.