Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის 'ტორპედო'-ს მთავარი მწვრთნელი მიხეილ აშვეთია გახდა

თარიღი : 7-02-2020, 12:31 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
„პრობლემა გადაჭრილია, “ტორპედო გადარჩა,“- აღნიშნული განცხადება რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის საპრესკონფერენფიო დარბაზში გამართულ შეხვედრაზე ქუთაისის ვიცე-მერმა დავით ერემეიშვილმა გააკეთა.

„პრობლემა გადაჭრილია. „ტორპედო“ გადარჩა, მინდა ეს ყველას მოგილოცოთ. პირველ რიგში თვითონ გუნდის ფეხბურთელებს და მათ, ვინც განიცდიდა კლუბის ბედს, წვალობდა და ნაბიჯ-ნაბიჯ მოყვებოდა „ტორპედოს“. მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ფაბიოს იმისთვის, რომ დღეს ჩვენთან ერთადაა. მოლაპარაკებები დიდი ხანი მიმდინარეობდა, იყო რაღაც შემაფერხებელი საკითხებიც, მაგრამ ყველაფერი ისე დამთავრა, როგორც უნდა დამთვარებულიყო ქალაქისთვის და ჩვენი საფეხბურთო კლუბისთვის,“- განაცხადა დავით ერემეიშვილმა.

ამასთან, შეხვედრაზე იტალიელმა ინვესტორმა ფაბრიციო მანინომ “ტორპედოს” მომავალზე ისაუბრა. მანვე “ტორპედოს” ახალი მთავარი მწვრთნელი მიხეილ აშვეთია წარადგინა.

„ყველას გილოცავთ "ტორპედო"-ს გადარჩენას. ეს ძალიან სასიხარულო ამბავია ამდენი ნეგატივის მერე. ჩვენმა ინვესტორმაც აღნიშნა და მეც ვიტყვი, რომ ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა მატჩისთვის, მაგრამ ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ პირველ მარტს შევხვდეთ მომზადებული, ისეთი შემადგენლობით და ძალით, რომ თამაში მოწინააღმდეგისთვის ადვილი არ იყოს. ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს. მოლაპარაკებები ფეხბურთელებთან საქართველოში დაწყებული გვაქვს. ადვილი არ არის ფეხბურთელების ჩამოყვანა, ძალიან დიდი თანხებთანაა ეს დაკავშირებული, თან უნდა გაამართლონ მათ ჩვენი იმედები. პირველ რიგში, ქართულ ბაზარზე ვინც არიან დარჩენილები, მათთან გვაქვს კონტაქტი, რომ კარგი ფეხბურთელი ვინც დარჩა ჩვენთან მოვიყვანოთ. შემდეგ ეტაპობრივად დავიმატოთ ისეთი ფეხბურთელები, რომ გავძლიერდეთ,“-განაცხადა მიხეილ აშვეთიამ.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 348-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქალაქის ხელმძღვანელობამ კლუბში საკადრო ცვლილების გატარების გადაწყვეტილება ეროვნულ საფეხბურთო ჩემპიონატში, ქუთაისის ”ტორპედოს”
მომავალ შეხვედრასა და 'ტორპედო'-ს შანსებზე გუნდის მწვრთნელი კახა ჩხეტიანი საუბრობს.
ქუთაისის ,,ტორპედოს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. აღნიშნული პოსტს, გავრცელებული ინფორმაცის თანახმად, 38 წლის კახა ჩხეტიანი

ამინდი