Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ზვიად შალამბერიძე სამუშაო ვიზიტით უკრაინას ეწვევა

თარიღი : 6-02-2020, 22:37 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე სამუშაო ვიზიტით დღეს უკრაინას ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო რწმუნებული ხერსონის ოლქში ოფიციალურ პირებთან შეხვედრაზე იმერეთისა და ხერსონის დამეგობრების საკითხს განიხილავს. გარდა ამისა, საუბარი შეეხება ინვესტირების საკითხს, ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას, 3-4 მაისს ქუთაისში დაგეგმილ საერთაშორისო ბიზნესფორუმსს, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნების დელეგაციები მიიღებენ მონაწილეობას.

ვიზიტის ფარგლებში ზვიად შალამბერიძე ოდესის ოლქის გუბერნატორს შეხვდება და თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს.

ამასთან, დაგეგმილია ზვიად შალამბერიძის შეხვედრები ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის უკრაინაში ვიზიტი 12 თებერვალს დასრულდება.


ნანახია: 260-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი