Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვანის უცნობი ფოლკლორული შესაძლებლობები და ვანის სოფელში შექმნილი სიმღერა, რომელიც ოქროს ფონდშია დაცული

თარიღი : 6-02-2020, 20:45 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა, ჩემი იმერეთი   
topnews.com.ge
ვანს ტურიზმის განვითარების უდიდესი პოტენციალი გააჩნია. უპირველეს ყოვლისა, ის ყველასთვის ცნობილია როგორც ქურუმებისა და ტაძრების ქალაქი და ვანის ანტიკური ნაქალაქარი იმდენად მნიშვნელოვანია მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობისთვის, ჯერ კიდევ ბოლომდე შეუსწავლელი ქალაქი რამდენიმე წელია ოფიციალურად ატარებს „ვანი ანტიკური ქალაქის“ სტატუსს. მუზეუმებთან ერთად ის გამორჩეულია მისი ბალნეოლოგიური წყლებით, სამთო/ექსრემალური ლანდშაფტით და ა.შ. ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს... და რა გასაკვირია, რომ ამხელა კულტურის მქონე მადლიანი მიწა გამონაკლისი არაა არც მისი ფოლკლორული შესაძლებლობებით. ამ მხრივ გამოირჩევა ყუმურის თემის ულამაზესი მთიანი სოფელი დუცხუნი, სადაც შეიქმნა უნიკალური ხალხური, იგივე შრომის სიმღერა „ნადური“, ეთნოგრაფიული გუნდის ყუმურის „დუცხუნი”-ს მიერ. დღეს ეს სიმღერა ოქროს ფონდშია შესული.
 http://www.picz.ge/img/s1/2002/6/9/9ae2c501a8af.jpg
მოკლედ მოგახსენებთ გუნდის ისტორიას. გუნდი „დუცხუნი„ 40 წლის მანძილზე ღირსეულად ემსახურებოდა ქართული ფოლკლორის განვითარებისა და მისი საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენის საქმეს. მათ მთავარ მიზანს წარმოადგენდა ერის ისტორიის და მათი კუთხისათვის დამახასიათებელი თვითმყოფადობის გამოხატვა მათ შემოქმედებაში.

გუნდის შემადგენლობაში იყვნენ ამირან ადეიშვილი, შალვა ცხვარაძე, გივი ჯულაყიძე, ნოდარ ჯულაყიძე, რომან ჭაფოძე, შაქრო ჯულაყიძე, ამბერკი მინაშვილი, ნიკოლოზ ცხვარაძე, გიორგი ჯულაყიძე, ჯიმშეთი ჯულაყიძე, ბიჭიკო ჭაფოძე, როსტომ ჯულაყიძე, ტედალი ჯულაყიძე და გუნდის ხელმძღვანელი გივი ჭაფოძე.
 
გუნდმა 1980 წელს პირველი ხარისხის დიპლომი მოიპოვა მხატვრული თვითშემოქმედების მესამე რესპუბლიკურ დასკვნით ტურში გამარჯვებისათვის, 1987 წელს კი ერთი სიმღერის სატელევიზიო ფესტივალზე პირველი ადგილის მფლობელი გახდა. 1988 წელს გუნდმა ბორჯომში, კომპოზიტორთა სიმპოზიუმზე პირველი ადგილი დაიკავა, ამავე წელს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართულ საქართველოს ხალხური შემოქმედებით პირველობაზე ღირსეულად მოიპოვა პირველი ადგილი. 1996-1997 წლებში ჩოხატაურში გამართულ სიმპოზიუმზე გუნდი „დუცხუნი“ ორჯერ ზედიზედ გახდა პირველი ადგილის მფლობელი.1994 წელს სოფელ ყუმურში, სპეციალურად ეთნოგრაფიული გუნდის „დუცხუნი“-ს შემოქმედების გასაცნობად შვედი გერმანელები ჩამოვიდნენ და მათი რეპერტუარიდან რამდენიმე სიმღერა შეისწავლეს. სამწუხაროდ, დღეს გუნდის ძველი შემადგენლობიდან მხოლოდ რამდენიმე წევრი დარჩა ცოცხალი, თუმცა ამჟამად მოღვაწე ახალი თაობის წარმომადგენლები ღირსეულად იცავენ გუნდის მიერ დატოვებულ ეროვნულ ღირებულებებს.
http://www.picz.ge/img/s1/2002/6/5/54a6605d1024.jpg
“გასული წლის თებერვალში ვანის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ყუმურის ადმინისტრაციულ ერთეულში, ყუმურის სასოფლო კლუბთან არსებული ეთნოგრაფიული გუნდ „დუცხუნი“-ს სახელობის ვარსკვლავი საზეიმოდ გაიხსნა.

გასულ წელს ტურისტული მიზნით ვანს ესტუმრა რადიო „დარიოს“ დამაარსებელი, საერთაშორისო ბლოგერი, გერმანიის მოქალაქე ქალბატონი მარიკა ლაფაური-ბურკი, რომელმაც შემოირა ვანის ყველა ცნობილი ტურისტული ლოკაცია და დღეს ის ვანის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეგობარი და გულშემატკივარია. მათ შორის ესტუმრა ყუმურის ულამაზეს სოფლებსაც და როგორც ფოლკლორის მცოდნემ და დიდმა ქომაგმა ა(ა)იპ „ვანის ტურიზმის ცენტრს“ მოგვმართა იდეით მოგვეწყო ერთობლივად “Open air event.”
http://www.picz.ge/img/s3/2002/6/6/634a47fe5030.jpg
პოპულარულ ანსამბლ „ანჩისხატს”, რომელსაც ხელმძღვანელობს ბატონი დავით შუღლიაშვილი და რომელთა რეპერტუარში რამდენიმე წელია შესულია ეს უნიუკალური სიმღერა, დიდი ხანია ჰქონდათ სურვილი სტუმრად ჩამოსულიყვნენ სოფელ დუცხუნში და იმ მიწაზე,  ღია ცის ქვეშ,  იქ სადაც დაიბადა ეს უნიკალური ჰანგები, ადგილობრივებისთვის შეესრულებინათ „ნადური“ ეთნოგრაფიულ გუნდ „დუცხუნი“-ს წევრებთან ერთად. ეს შესანიშნავი იდეა მყისვე იქნა ატაცებული როგორც ჩვენი სამსახურის, ასევე მინიციპალიტეტის მერის ბატონ ალექსანდრე გოგორიშვილის და სოფლის რწმუნებულის მიერ და მოეწყო დაუვიწყარი ემოციური შეხვედრა ანსამბლსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის. მათ ამ ჟესტით პატივი მიაგეს იმ მომღერლებს, ვინც ამ ულამაზეს სოფელში ბეჯითად შრომობდა და ასეთ სიმღერას ცოცხლად გვინახავდა,”- ამბობს ვანის ტურიზმის ცენტრის დირექტორი ნანა ლილუაშვილი.

როგორც ბმა დავით შუღლიაშვილმა აღნიშნა: „ეს უნუკალური ფოლკლორული ნიმუში პირველად მოისმინეს ჩანაწერიდან რომელიც მალხაზ ერქვანიძემ 1999 წლის ზაფხულში ჩაწერა სოფელ დუცხუნში ეთნოგრაფიულ გუნდ „დუცხუნი“-ს მონაწილეობით და ეს უდიდესი მნიშვნელობის მქონე მარგალიტი პირველად სწორედ ამპერიოდშივე გაჟრერდა დიდ სცენაზე საკონცერტო შესრულებით. მას შემდეგ ის მრავალი გუნდის რეპერტუარში შევიდა და მთელ მსოფლიოს ხიბლავს ეს უნიკლური მრავხმოვნება“.
 
მისივე თქმით, ანსამბლ „ანჩისხატ”-თან ერთად დუცხუნს სტუმრობდა მუსიკოსი ქეთევან გურგენიძე, ცნობილი ებრაელი დირიჟორი Ivan Voklovდა ცნობილი ჰამბურგელი მევიოლინე Albert Zulutski. გაჩნდა იდეა, რომ  “Open air event” იქცეს ტრადიციად და წლიდან წლამდე  უფრო მაშტაბური სახე მიიღოს.
 
 


ნანახია: 1147-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სოფელ ყუმურში სტიქიის სალიკვიდაციოდ გამოყოფილი თანხის ოდენობა 368 800 ლარს შეადგენს,რომლითაც სოფელში 14 დასახელების სამუშაო
სოფელში მიმდინარე სამუშაოები გამგეობის ზედამხედველობის და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა ბესარიონ ახვლედიანმა დაათვალიერა.

ამინდი