Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხონის მერია სოფელში მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებს ეცნობა

თარიღი : 6-02-2020, 14:46 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ხონში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.

ხონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა გერასიმე მჟავანაძემ და მანანა გოფოძემ მერის წარმომადგენლებთან ერთად, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სოფელ ახალბედისეულის, უძლოურისა და საწულუკიძეოს მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს.

ახალბედისეულში მოსახლეობამ ,,თხილარას,, უბანში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება მოითხოვა. უძლოურის მოსახლეობის გადაწყვეტილებით, დასრულდება გარე- განათების სისტემის მონტაჟი. სოფელ საწულუკიძეოში მოსახლეობამ სოფლის ცენტრში არსებულ სკვერში ატრაქციონის განთავსება, წულაიების უბანში სკვერის შემორაგვა, აჭარლების დასახლებაში გარე- განათების მონტაჟი, ვეფხია ჯიშკარიანის სახელობის სკვერში სკამების განთავსება და ე.წ. ნიგვზის ძირების ტერიტორიის შემორაგვა გადაწყვიტა.

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხონის მუნიციპალიტეტისთვის 470 000 ლარია გამოყოფილი. თანხა სრულად მოხმარდება სოფლად მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებსა და მათ მიერ გამოკვეთილი პრიორიტეტების შესაბამისად დაიხარჯება.


ნანახია: 278-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ვანის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ მუნიციპალიტეტის სოფლების საჭიროებების კვლევის მიზნით, შეხვედრები ყველა სოფელში გამართა.

ამინდი