Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘ეკლესია იყო უმძიმეს მდგომარეობაში,’-ტყიბულის სოფელ ცუცხვათში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას რეაბილიტაცია ჩაუტარდა

თარიღი : 6-02-2020, 12:28 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით დასრულდა ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცუცხვათის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია.

ეკლესია იყო უმძიმეს მდგომარეობაში. დანგრეული იყო კამარა, კონქი, კედლების დიდი ნაწილი. შემოცლილი იყო კარნიზი, კედლები შიგნიდან და გარედან დაფარული იყო ნანგრევებით. სამუშაოები ჩატარდა არქეოლოგის ზედამხედველობის ქვეშ.

სარესტავრაციო პროცესის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების შედეგად:

მოეწყო სუფთათ თლილი ტუფის ქვით კარნიზები და თაღები;

ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლებზე კარების გარშემო მოეწყო სუფთათლილი კირქვის თაღები და სწორხაზოვანი ლილვები;

გადაყვანილ იქნა კამარა და კონქი კირქვით,შემდეგ კი გაილესა კირხსნარით;

დაიგო იატაკი კირქვის ფილებით;

დამონტაჟდა ხის კარ-ფანჯარა მაგარი ჯიშის ხის მასალისაგან ლითონის ელემენტებით მორთული;

შეივსო სახურავი პემზაბეტონით,რის შემდეგაც გადაილესა კირხსნარით;

სახურავი გადაიხურა თუნუქით ლორფინის იმიტაციით.

სოფელ ცუცხვათის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები ი.მ. „ბეჟან ყაველაშვილმა“ განხორციელა.


ნანახია: 1008-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ მომხდარს ვანდალიზმი უწოდა.

ამინდი