Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რას ირჩევენ ხონის სოფლებში 'სოფლის მხარდაჭერის პროგრამის' ფარგლებში?

თარიღი : 5-02-2020, 16:47 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ხონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სოფლის კრებები და კონსულტაციები იმართება.

ხონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა გერასიმე მჟავანაძემ და მანანა გოფოძემ ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან ერთად სოფლების: დედალაურის, ბესიაურის, ჩუნეშის, ქუტირისა და გვაზაურის მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს და ადგილზე არსებულ პრობლემებს გაეცვნენ.

დედალაურში მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით, "ჭოლოკავების უბანში" სანიაღვრე არხის გაჭრა და "ხურციძეების უბანში" სასაფლაოსთან მისასვლელი გზის ბეტონის საფარის მოწყობა ისურვა. სოფელებში ჩუნეშშსა და ბესიაურში, კრებების გადაწყვეტილებით, შიდა გზებზე ბეტონის საფარი მოეწყობა, სოფელ ქუტირში, ორ ლოკაციაზე, გარე განათების სისტემები დამონტაჟდება, სოფელ გვაზაურში, ორ უბანში სანიაღვრე არხები გაიჭრება და "ჭალაკუთხის" უბანში გზა მოიხრეშება.

"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხონის მუნიციპალიტეტისთვის 470 000 ლარია გამოყოფილი. თანხა სრულად მოხმარდება სოფლად მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებსა და მათ მიერ გამოკვეთილი პრიორიტეტების შესაბამისად დაიხარჯება.


ნანახია: 289-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი