პრომეთეს და სათაფლიას მღვიმეები ვიზიტორებს დროებით ვერ მიიღებენ
თარიღი : 5-02-2020, 15:49 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

პრომეთეს და სათაფლიას მღვიმეები ვიზიტორებს დროებით ვერ უმასპინძლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
"უხვი ნალექის გამო, პრომეთეს და სათაფლიას მღვიმეები, უსაფრთხოებიდან გამომდინარე ვიზიტორებისთვის დროებით დაკეტილია.
უხვი ნალექის და თოვლის დნობის პერიოდში მღვიმეებში წყლის დონის მატება ბუნებრივი მოვლენაა და მას სეზონურად, პერიოდულად აქვს ადგილი.
წყლის დონის დარეგულირების შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით დაცული ტერიტორიების სააგენტოს ვებ გვერდის: www.apa.gov.ge და სააგენტოს ოფიციალური ფეისბუქ გვერდის საშუალებით,"- წერა განცხადებაში. დაცული ტერიტორიების სააგენტოში ზუსტად ვერ აკონკრეტებენ როდის შეძლებენ პრომეთესა და სათაფლიის მღვიმეების ნახვას ვიზიტორები.