Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘ტორპედო’-თი დაინტერესებული იტალიელი ინვესტორები ქუთაისს ოთხშაბათს ესტუმრებიან

თარიღი : 4-02-2020, 22:47 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ქუთაისის ''ტორპედოში'' არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა. მან კლუბის ირგვლივ არსებულ რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალზე გაამახვილა ყურადღება. მის განცხადებას „ტორპედოს“ გულშემატკივართა ოფიციალური გვერდი ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

“საზოგადოებრივ მაუწყებელზე ერთ-ერთი გადაცემის წამყვანი ამბობდა, რომ ''ტორპედოს'' ფეხბურთის ფედერაციის ვალი აქვს 3 მილიონ 700 000 ლარი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ცხადია ასეთი გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება გამაღიზიანებელია.

წლების წინ ''ტორპედო'' ბევრად მძიმე ვითარებაში იყო. ამ ეტაპზე ''ტორპედომ'' ლიცენზია მიიღო, მაგრამ მონიტორინგის რეჟიმშია. აუდიტმა უნდა დადოს დასკვნა თუ რამდენადაა ''ტორპედო'' გადახდისუნარიანი. კლუბს რომ ფეხბურთელთა და თანამშრომელთა დავალიანება აქვს, ეს პრობლემაა, თუმცა მთავარია რომ ჩემპიონატის დაწყებამდე აუდიტმა ''ტორპედოს'' შესახებ გამოაქვეყნოს დასკვნა და თუ აუდიტი ჩათვლის, რომ კლუბი არსებობას შესძლებს, მას უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება ექნება.

მცდარია ინფორმაცია, რომ ''ტორპედო'' უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლებას იმიტომ არ მიიღებს, რომ ფეხბურთელთა დავალიანება აქვს. აღმასკომი ''ტორპედოს'' კონკრეტულ ვადებს განუსაზღვრავს და თუ კლუბი განსაზღვრულ ვადებში ხელფასებს ვერ გაისტუმრებს, მაშინ კლუბი ჯარიმდება. ასეთი ვადა კლუბს 25 დეკემბრამდე ჰქონდა და მაშინ აღმასკომის მიერ განსაზღვრული თანხა ''ტორპედომ'' გადაიხადა. ამ ეტაპზე კლუბს მხოლოდ ერთი მომჩივანი ჰყავს და ეს საქმე ახლა შემოვიდა.

იტალიელი ინვესტორები ქუთაისს ოთხშაბათს ესტუმრებიან, ამ საკითხს პოზიტიურად ვუყურებ. ჩემი ინფორმაციით ეს საკითხი ამ დღეებში გადაწყდება ისე, როგორც ქართულ ფეხბურთს და ქუთაისელ გულშემატკივრებს სჭირდება,“-განაცხადა კობიაშვილმა.


ნანახია: 308-ჯერ

მსგავსი სიახლეები
15 ოქტომბერს ქუთაისის 'ტორპედო'-სა და თბილისის 'ლოკომოტივს' შორის მორიგი მატჩი, 19:00 საათზე, 'ტორპედო'-ს მოედანზე გაიმართება.
საპოვნელა უკვე ექვსი თვეა, რაც უმაღლეს ლიგაში გადავიდა და თამაშის ხარისხის გასაუმჯობესებლად სათანადო გარემოს საჭიროებს.

ამინდი