Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ბაღდათში ხანძარს ფეხმძიმე დედა და 4 შვილი ემსხვერპლა

თარიღი : 3-02-2020, 22:53 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ბაღდათში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 4 ბავშვი და მათი ფეხმძიმე დედა ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, მეხანძრეთა ჯგუფს მთელი სახლი ცეცხლში გახვეული დახვდათ.

ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, ბაღდათში, აკაკი წერეთლის ქუჩაზე ხანძარი გაუჩნდა საცხოვრებელ სახლს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა გამოძახებაზე რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინეს. შემთხვევის ადგილზე 2 წუთში გამოცხადდა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

ადგილზე მისული მეხანძრე-მაშველების ინფორმაციით, იწვოდა ხის ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი. ხანძარი გავრცელებული იყო, დაახლოებით, 200 კვ/მ ფართობზე.

ხანძრის ლოკალიზაციის შემდეგ, ღია ცეცხლში შესულმა მეხანძრე-მაშველებმა 5 ადამიანის ცხედარი იპოვეს. მათ შორის იყო 1 ქალი და 4 არასრულწლოვანი. მოგვიანებით, ადგილზე ნაპოვნი იქნა კიდევ ერთი - ხანშიშესული ქალის ცხედარი.

ამ დროისთვის ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.

ადგილზე მუშაობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ასევე, მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური.

მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს ოჯახს,”-ნათქვამია საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ გაცრცელებულ განცხადებაში.


ნანახია: 5516-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია 50 კვმ ფართობი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია 90 კვ. მ. ფართობი.

ამინდი