Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

წყალტუბოში ახალი საცხოვრებლების გადასაცემად, დევნილ ოჯახებს არჩევენ

თარიღი : 3-02-2020, 11:29 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
წყალტუბოში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით, დევნილი ოჯახების განაცხადების შევსების პროცესი დაიწყო.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, წყალტუბოში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინა 140 დევნილ ოჯახს, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად გადაეცემა.

დამატებით, 420 იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის, 6 კორპუსის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც 2021 წლის პირველ ნახევარში დასრულდება.

წყალტუბოში ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადის შევსება, იმერეთის რეგიონში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს შეუძლიათ.
განაცხადების მიღების პროცესი დღეიდან დაიწყო და 17 თებერვლამდე გაგრძელდება.

დევნილი ოჯახები განაცხადებს, ქვეყნის მასშტაბით, იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში შეავსებენ.


ნანახია: 270-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დევნილი ოჯახების განაცხადების შევსება მიმდინარეობს შემდეგ მისამართებზე:
ქუთაისში,ახალაშენებულ კორპუსებში ბინა ჯამში 387 დევნილ ოჯახს გადაეცემა.
დევნილთა საკითხების შემსწავლელი გაფართოებული კომისია, თბილისში, ბინის მიღების მოთხოვნით შემოსული 11 016 განაცხადიდან იმ 400

ამინდი