Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხუთშვილიან ოჯახს საზოგადოების დახმარება სჭირდება

თარიღი : 2-02-2020, 19:01 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
ხონში, სოფელ გორდში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახს დახმარება სჭირდება. გელენიძეების ოჯახის ხუთ ბავშვს ცხოვრება არსებობისთვის შეუფერებელ პირობებში უწევს. მცირეწლოვნებს საკვები პროდუქტები, ტანსაცმელი, სასკოლო და საყოფაცხოვრებო ნივთები ესაჭიროებათ.

„ვარ ხუთი შვილის დედა, სოციალურად დაუცველი. პატარა, ძველებურ სახლში ვცხოვრობთ მე, მეუღლე და 5 შვილი. ზედა სართული მთლიანად გასაკეთებელია, ქვემოთ ვცხოვრობთ, რომელიც არც გალესილია, არაფერი. 2 საწოლზე მიწევს 5 ბავშვი. პატარა გოგო თვეების მყავდა (ახლა ხუთი წლის ხდება ) რომ დავწერე განცხადება, მითხრეს მოგიტანთ საწოლებსო, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი ჩანს. ჩვენი ძირითადი შემოსავალი სოციალური დახმარებაა, საჭმელს ამ ფულით ვყიდულობთ. ამ ეტაპზე ელემენტარული საოჯახო ნივთები გვჭირდება, კარგი იქნება თუ სასკოლო ნივთებსაც მოგვიტანენ, ბავშვებს ხან ფანქრები სჭირდებათ, ხან რვეულები. რა უნდა ვთქვა, გაგვყავს ცხოვრება ნელ-ნელა. ახლა, 23-ში ჩემი გოგო 8 წლის ხდება, თუკი ვინმეს რაიმე საშუალება ექნება, სათამაშოებით ან სხვა რამით დაგვეხმარებიან, კარგი იქნება,“-აცხადება ბავშვების დედა ირინა ბერაძე.

„ამ ოჯახთან შარშან ვიყავით ჩასული. პატარა ორსართულიან სახლში ცხოვრობენ, რომელიც კეთილმოწყობილი ნამდვილად არ არის. ზედა სართული საცხოვრებლად არ გამოიყენება, ქვედა სართულზე ცხოვრობენ. პრობლემა აქვთ საძინებლის, საკვები პროდუქტის, ტანსაცმელების. თუმცა, მთავარი პრობლემა მაინც ბავშვების კუთხითაა, როგორც მოგეხსენებათ ბავშვებს ნორმალური კვება ესაჭიროებათ (ხორცი, რძის პროდუქტები და ა.შ), რისი საშუალებაც ოჯახს არ აქვს. ჩვენ შარშან კი დავეხმარეთ პროდუქტებით, თუმცა არ ვიცი მას შემდეგ ვინმე თუ დაუკავშირდა კიდევ. ფაქტია, რომ მრავალშვილიან ოჯახს დამხარება დღესაც სჭირდება,“-ამბობს საქველმოქმედო ფონდ „მერიდიანის“ იურისტი ლევან ჭელიძე.
 
 


ნანახია: 1032-ჯერ

მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ხუთ მცირეწლოვანს მამა და ბებია ზრდის.
ბავშვების ბებია გურჩინა ჩოგოვაძე კონკრეტულ ფაქტებს იხსენებს. მისი თქმით, რუსიას ოჯახში მის შვილიშვილებს სცემდნენ და საკვებს არ

ამინდი