Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რას გთავაზობთ ქუთაისის მესხიშვილის თეატრი თებერვლის თვეში?

თარიღი : 2-02-2020, 17:10 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
რა სპექტაკლებს გთავაზობთ ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული დრამატული  თეატრი თებერვლის თვეში? - იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge  თეატრის მიერ დაგეგმილ მიმდინარე თვის სპექტაკლების ჩამონათვალს გთავაზობთ.

1-ელ თებერვალს მაყურებელი „სიყვარულის ქსესტომათიას“ იხილავს. ესაა კომიკური დრამა ორ მოქმედებად, რეჟისორი კოტე აბაშიძე. სპექტაკლი მცირე სცენაზე 19:00 საათზე დაიწყება.

2 თებერვალს კი ავქსენტი ცაგარელის „ჭკუისა მჭირს“  დაიგდმება. რეჟისორი გიგი ლორია. დასაწყისი 19:00 საათი, მცირე სცენა.

4 თებერვალს თეატრის მცირე სცენაზე მაყურებელი „ბიოგრაფია: თამაში“-ს იხილავს. ესაა სამაგისტრო სპექტაკლი ორ მოქმედებად. რეჟისორი თამარ ჭინჭარაული. დასაწყისი 19:00.

5 თებერვალს, ასევე მცირე სცენაზე „ლენინის სილამაზის დედოფალი“ დაიდგმება. რეჟისორი დავით ბახტაძე . დასაწყისი 19:00.

6, 7 და 9 თებერვალს კი მესხიშვილის თეატრის მცირე სცენაზე პრემიერა გაიმართება. მაყურებელი „გადაუღებლად წვიმს 13.06...“ იხილავს. რეჟისორი ლილი ბურბუთაშვილი. პრემიერა 19:00 საათი.

11 და 21 თებერვალს კი მუსიკალური ზღაპარი ერთ მოქმედებად „ბრემენელი მუსიკოსები“დაიდგმება. რეჟისორი კახა გოგოლაშვილი. დასაწყისი 17:00 საათი.

13 და 16 თებერვალი: „ქარი ქრის ვერხვებში“. ორმოქმედებიანი სპექტაკლი აბსურდის ელემენტებით. რეჟისორი ნინო მაღლაკელიძე. დასაწყისი 19:00.

14 თებერვალს ვაჟა ფშაველას „სათაგური“ დაიდგმება. საშობაო ზღაპარის რეჟისორი ოთარ ბაღათურიაა. დასაწყისი 17:00.

18 თებერვალი: სოციალური კომედია ერთ მოქმედებად „ცილინდრი“. რეჟისორი თორნიკე მარჯანიშვილი. დასაწყისი 19:00, მცირე სცენა.

19 თებერვალი : „გადაუღებლად წვიმს 13.06...“ დასაწყისი 19:00.

25 თებერვალი: ტრაგედია ერთ მოქმედებად „ჰეკაბე“. მიხეილ ჩარკვიანის სპექტაკლი. დასაწყისი 19:00.

27 თებერვალი: DUPLET - დრამე ორ მოქმედებად. რეჟისორი კოტე აბაშიძე. დასაწყისი 19:00, მცირე სცენა.
28 თებერვალი : კომედია ერთ მოქმედებად „წვიმს“. რეჟისორი გიორგი შალუტაშვილი. დასაწყისი 19:00, მცირე სცენა.

29 თებერვალი: „იქ, სადაც ჩემი სახლია“. კომედია ერთ მოქმედებად. რეჟისორიკახა გოგიძე. დასაწყისი 19:00.

„მეგობრებო! ძვირფასო მაყურებელო! თქვენ მიერ შეძენილი ერთი ბილეთიც, გახსოვდეთ, მესხიშვილის თეატრის და ჩვენი ქალაქის კულტურული ცხოვრების მხარდაჭერის აქტია!

თეატრი ყოველთვის განსაკუთრებული მღელვარებით ელოდება თქვენთან შეხვედრას.
თქვენ ხართ ჩვენი შემოქმედებითი მიღწევების გამზიარებელი და გულშემატკივარი.

ვცდილობთ, არ გაგაწბილოთ და ყოველ სეზონზე მრავალფეროვანი რეპერტუარი შემოგთავაზოთ. ვიცით, რომ ყოველთვის ინტერესით ელოდებით სიახლეებს საყვარელი თეატრისაგან; მაგრამ, მხოლოდ მოსაწვევით თეატრში სიარული თანადგომას არ ნიშნავს.

გთხოვთ, გამოხატოთ კეთილი ნება - მობრძანდეთ თეატრის სალაროსთან, ან დაბრონეთ ბილეთები ტელეფონით - 24 56 41, ან საიტზე -biletebi.ge შეიძინეთ სიმბოლური ღირებულების ბილეთი დიდ სცენაზე - პრემიერაზე (10, 7, 5 ლარი), რიგით სპექტაკლებზე (7, 5, 4 ლარი), მცირე სცენაზე - პრემიერაზე 7 ლარად, რიგით სპექტაკლებზე 5 ლარად. რითაც დაადასტურებთ თეატრის მიმართ თქვენს სიყვარულს და თანადგომას.

ყველა სტუდენტს! სტუდენტის ბარათის წარმოდგენის შემთხვევაში, თეატრის ბილეთი შეუძლია შეიძინოს 50%-ის ფასდაკლებით“-აღნიშნულია თეატრის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.
 
 


ნანახია: 346-ჯერ

მსგავსი სიახლეები
22-დან 30 დეკემბრის ჩათვლით ღონისძიებები კულტურულ შემოქმედებით ცენტრში ჩატარდება.
გილოცავთ ქართული თეატრის დღეს და გელოდებით თეატრში
1940 წელს ქუთაისის თეატრს ლადო მესხიშვილის სახელი მიენიჭა.

ამინდი