Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

პროფესიულ კოლეჯში, სადაც რეგიონებიდან ჩამოსული სტუდენტებისთვის სწავლების კურსის დასრულებამდე ცხოვრება სრულიად უფასოა, რეაბილიტაცია უტარდება

თარიღი : 1-02-2020, 10:46 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საზოგადოებრივ კოლეჯ "იბერიაში" სარეაბილიტაციო სამუშაოები მარტის ბოლოს დასრულდება.

მიმდინარე სამუშაოებს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე პროფესიული სასწავლებლის დირექტორ ირაკლი ავალიანთან ერთად გაეცნო.

პროფესიული სასწავლებლის შენობას სრული რეაბილიტაცია უტარდება. პროექტის ფარგლებში შეიცვალა კარ-ფანჯრები, მოეწყო სპორტული დარბაზი, საკონფერენციო ოთახი, დამონტაჟდა ახალი სანათები, შეიცვალა იატაკი, მოწესრიგდა ფასადი, ასევე მიმდინარეობს სხვა სახის სამშენებლო სამუშაოები.

შენობის რეაბილიტაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მილიონ ექვსასი ათასი ლარით აფინანსებს.

სამუშაოების დასრულების შემდეგ აღნიშნულ პროფესიულ სასწავლებელში 300-ზე მეტი სტუდენტი შეძლებს მიიღოს სრულფასოვანი განათლება. ამ ეტაპზე სსიპ კოლეჯში ,,იბერია" მსურველებს 15-მდე სპეციალობის შესწავლა შეუძლიათ, ეს არის ერთ-ერთი პროფესიული სასწავლებელი სადაც სწავლებას სახელმწიფო აფინანსებს.

კოლეჯის კიდევ ერთი უპირატესობა თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი საერთო საცხოვრებელია. რეგიონებიდან ჩამოსული სტუდენტებისთვის ცხოვრება, სწავლების კურსის დასრულებამდე სრულიად უფასოა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებამდე სტუდენტები სასწავლო პროცესს დროებით სხვა შენობაში აგრძელებენ.


ნანახია: 768-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სრულიად განახლებული და თანამედროვედ აღჭურვილი სასწავლებელი განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ დაათვალიერა და
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ 17 საგანმანათლებლო დაწესებულებას სრული რეაბილიტაცია უტარდება. რეგიონის მასშტაბით