Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

“საავტომობილო გზების დეპარატმენტი მოუწოდებს მძღოლებს, დაემორჩილონ გზებზე დაწესებულ შეზღუდვებს და იმოძრაონ ზამთრის შესაბამისი საბურავებით”

თარიღი : 31-01-2020, 23:41 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
მთელი საქართველოს მასშტაბით მაღალმთიან რეგიონებში ინტენსიური თოვაა. გზის გაწმენდითი სამუშაოები ყველა მიმართულებით ინტენსიურად მიმდინარეობს, გარდა გუდაური-კობის მონაკვეთისა სადაც ზვავსაშიშროებაა. ზვავსაშიშროების რეჟიმის მოხსნისთანავე აღნიშნულ მიმართულბაზეც დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები.
ამ დროისთვის, საავტომობილო გზებზე დაწესებულია შემდეგი სახის შეზღუდვები:

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის გამო ზვავსაშიშროებაა, რის გამოც აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

თოვისა და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ52 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ126-კმ157 მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საავტომობილო გზების დეპარატმენტი მოუწოდებს მძღოლებს, დაემორჩილონ გზებზე დაწესებულ შეზღუდვებს და იმოძრაონ ზამთრის შესაბამისი საბურავებით.


ნანახია: 1092-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ამინდი