ბაგრატის ტაძარზე, ფოტოს გადაღების დროს დაშავებული ტურისტი საავადმყოფოდან დღეს გაწერეს
თარიღი : 31-01-2020, 18:52 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

14 წლის მოზარდი, რომელიც ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის გალავნიდან გადმოვარდა, თავს კარგად გრძნობს. როგორც დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა გიორგი ხუციშვილმა Topnews.com.ge-ს განუცხადა პაციენტი დღეს უკვე გაწერეს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 28 იანვარს, ქუთაისში, ბაგრატის ტაძარზე ტურისტი დაშავდა. ტურისტი ტაძრის მოაჯირიდან იმ დროს გადავარდა, როდესაც ფოტოს გადაღებას ცდილობდა.
ავტორი: ქეთი გელაშვილი
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 28 იანვარს, ქუთაისში, ბაგრატის ტაძარზე ტურისტი დაშავდა. ტურისტი ტაძრის მოაჯირიდან იმ დროს გადავარდა, როდესაც ფოტოს გადაღებას ცდილობდა.
ავტორი: ქეთი გელაშვილი