Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა კეთდება ხარაგაულში?-კვირის ანგარიში მოსახლეობას

თარიღი : 31-01-2020, 17:29 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ხარაგაულის სოფელ ვერტყვიჭალაში საბავშვო ბაღის მშენებლობა აქტურ ფაზაშია.

სკოლამდელი დაწესებულების ახალი შენობა, აქამდე არსებული საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე შენდება, რომელიც იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი და გათვლილია 50 აღსაზრდელზე.

სამშენებლო სამუშაოები 2020 წლის ზაფხულზე დასრულდება. პროექტის ღირებულება 700 000 ლარს შეადგენს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიზნით ტენდერების გამოცხადებას განაგრძობს.
http://www.picz.ge/img/s2/2001/31/f/f954e6320fb5.jpg
დღეს გამოცხადდა ტენდერი, სოფელ ჩხერის ცენტრალური გზის, ასევე ბორითში გოჭოურის საუბნო და უბისაში ჭალის საუბნო გზების რეაბილიტაციის მიზნით. სატენდერო წინადადებების მიღება 20 თებერვალს სრულდება!

კიდევ ერთი ტენდერი მერიამ ვანი-სხლითის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის მიზნით გამოაცხადა.

პროექტის ფარგლებში, ბეტონის საფარი მოეწყობა ორი სოფლის დამაკავშირებელი 3 200 მეტრიანი გზის 1 600 მეტრიან მონაკვეთზე, პროექტი იქნება გარდამავალი და გზის დარჩენილი ნაწილის რეაბილიტაცია 2021 წელს დასრულდება. სატენდერო წინადადებების მიღება 25 თებერვალს სრულდება.

გაზაფხულზე ჩაუტარდება რეაბილიტაცია ჯაფაროულის გზას. ტენდერი გზის მშენებლობის მიზნით, მერიამ, 29 იანვარს გამოაცხადა.

საერთო ჯამში ბეტონის საფარი მოეწყობა სოფლის ცენტრალური გზის 1 500 მეტრიან მონაკვეთზე.


ნანახია: 701-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი