აქცია-პერფომანსი და ცარიელ მოედანზე აჟღერებული ‘ტორპედო’-ს ჰიმნი-რა ელოდება ქუთაისის საფეხბურთო კლუბს?
თარიღი : 31-01-2020, 17:00 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, “ტორპედო”-ს გულშემატკვირებმა და საფეხბურთო კლუბის თანამშრომლებმა აქცია-პერფომანსი გამართეს. სტადიონის სექტორზე შეკრებილებმა, დაშლის პირას მყოფი, ისტორიული საფეხბურთო კლუბის არსებული მდგომარეობა გააპროტესტეს.
ფეხბურთის გულშემატკივრებმა ცარიელ სტადიონზე, საფეხბურთო კლუბის ჰიმნი გააჟღერეს და გუნდში დარჩენილ ფეხბურთელებს სოლიდარობა გამოუცხადეს.
“ჩვენ წინაშე საფეხბურთო კლუბის გადარჩენის საკითხი დგას. ამით უნდა გადარჩეს ჩვენი ქალაქისა და ქვეყნის ისტორიაც, აწმყოც და მომავალიც. იმიტომ რომ ეს ჩვენი ოჯახია, ეს ჩვენი შვილებია, ეს ჩვენი ქალაქია, ეს ჩვენი ქვეყანაა. დღეს ტრუბუნაზე გულშემატკივრები გამოვედით, მივმართავთ ქუთაისის მერიას, ცენტრალურ ხელისუფლებას და ფედერაციას -გადაარჩინეთ ტორპედო,”-აცხადებენ „ტორპედოს“ გულშემატკივრები.
მათივე თქმით, გუნდისთვის მიცემული ვადა არსებული დავალიანების დასაფარად 3 თებერვალს იწურება. დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში, ვადის გასვლის შემდეგ გუნდი უმაღლესი ლიგიდან მეოთხე ლიგაში გადავა.
ქუთაისის მერიაში კი აცხადებენ, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება იტალიელ ინვესტორთან და საბოლოო გადაწყვეტილება 3 თებერვლამდე გვეცოდინება.
შეგახსენებთ, რომ „ტორპედოში“ თვეებია ფინანასური კრიზისია. გუნდი წამყვანმა ფეხბურთელებმა და მწვრთნელებმა დატოვეს.