Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს ვირუსზე ამოწმებენ

თარიღი : 31-01-2020, 16:06 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორში მგზავრებისთვის კორონავირუსზე შემოწმების პროცედურები კვლავ გრძელდება. ადგილზე საგანგებო სიტუაციებისა და კოორდინაციის გადაუდებელი დახმარების ცენტრის წარმომადგენლები მუშაობენ.
მათითქმით, ამ დრომდე კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

„გრძელდება პრევენციული ღონისძიებები, როგორც დისტანციური თერმომეტრებით, ასევე პირადი შემოწმებებით, პირადი კითხვებით. ვავლენთ, ხომ არ აღენიშნებათ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები. ასევე, განვუმარტავთ კორონავირუსისთვის დამახასიათებელ ნიშნებს. ჯერ არ დაფიქსირებულა არც ერთ მგზავრზე ტემპერატურა და ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები. ჩვენ აღჭურვილები ვართ, თანამედროვე სპეციალური მოწყობილობებით.

როგორც ინფორმაცია მაქვს, შემოწმებები 26 იანვრიდან დაიწყო და მარტის ბოლომდე გაგრძელდება,“- განმარტავს საგანგებო სიტუაციებისა და კოორდინაციის გადაუდებელი დახმარების ცენტრის მორიგე მედდა იამზე ჩაფიჩაძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს აეროპორტებში ვირუსზე შემოწმება რამდენიმე დღის წინ დაიწყო.
 


ნანახია: 993-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი