Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე, რეგიონში პირველი ადრონული თერაპიის ცენტრის დასაარსებლად, 'ქართუმ' 40 მლნ ევროს ქველმოქმედება განახორციელა

თარიღი : 31-01-2020, 12:15 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე რეგიონში პირველი ადრონული თერაპიის ცენტრის დასაარსებლად „ქართუ“ ფონდმა 40 მილიონი ევროს ქველმოქმედება განახორციელა.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, ფონდი „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანთან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველ მოადგილე თამარ გაბუნიასთან, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორ ალექსანდრე თევზაძესთან, ფონდ „ქართუს“ წარმომადგენლებთან ვახტანგ ცაგარელთან და ირაკლი კაცაძესთან ერთად ლიონში (საფრანგეთში) პროტონული თერაპიის საერთაშორისო სიმპოზიუმში (ISOP 2020) მიიღო მონაწილეობა, სადაც საფრანგეთსა და ევროპის ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში, რადიაციული თერაპიის თანამედროვე მეთოდების განვითარების საკითხებზე იმსჯელეს. მათ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრის პროექტი და მისი მნიშვნელობა განიხილეს.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ცნობით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე რეგიონში პირველი ადრონული თერაპიის ცენტრი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი სამედიცინო ტექნოლოგიების მწარმოებელ კომპანიასთან IBA (Ion Beam Applications S.A.) პარტნიორობით დაფუძნდება, რასაც საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ დააფინანსებს.

„ადრონული თერაპიის ცენტრში ციკლოტრონის ტიპის ორი ამაჩქარებელი განთავსდება. სამეცნიერო კვლევებისათვის განკუთვნილ ციკლოტრონზე განხორციელდება თანამედროვე კვლევები ბირთვულ ექსპერიმენტულ ფიზიკაში, რადიაციულ ბიოფიზიკასა და ქიმიაში. ხოლო სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი ციკლოტრონის ბაზაზე დაარსდება პროტონული თერაპიის კლინიკა. იგეგმება, რომ საქართველო ჩაერთვება პროტონული თერაპიის ცენტრების საერთაშორისო ქსელში.

IBA-თან თანამშრომლობის ხელშეკრულება 2020 წლის 28 იანვარს შევიდა ძალაში, რაც ქუთაისის ადრონული თერაპიის ცენტრში ციკლოტრონის ტიპის ორი ამაჩქარებლის – Proteus®ONE solution – შეძენასა და გრძელვადიანი ოპერაციული და ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფას გულისხმობს. პროექტის ღირებულება 40 მილიონ ევრომდეა. დანადგარები ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით და სამედიცინო ცენტრებში განთავსდება. პროტონული თერაპიის კლინიკა პირველ პაციენტებს 2024 წელს მიიღებს და იქნება ერთადერთი რეგიონული მასშტაბით, სადაც ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა თანამედროვე მეთოდებით მოხდება.

IBA (Ion Beam Applications S.A.) არის გლობალური სამედიცინო ტექნოლოგიების მწარმოებელი საერთაშორისო ლიდერი კომპანია, რომელიც ავითარებს და აწარმოებს პროტონული თერაპიის დანადგარებს ონკოლოგიურ დაავადებათა სამკურნალოდ და დიაგნოსტირებისათვის. პროტონული თერაპია არის რადიაციული თერაპიის თანამედროვე სწრაფად განვითარებადი ფორმა და ის საუკეთესო სამკურნალო საშუალებას წარმოადგენს სიმსივნის მრავალი სახეობისთვის.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი დაარსდა ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის ინიციატივით. საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ საუნივერსიტეტო კამპუსისა და პროტონული თერაპიის ცენტრის შესაქმნელად 1 მილიარდი ევროს ღირებულების ინვესტიცია განახორციელა, რაც სასწავლო და სამეცნიერო მიმართულებით ქვეყანაში უმსხვილეს ფინანსურ კონტრიბუციას წარმოადგენს. უნივერსიტეტი სტუდენტებს 2020 აკადემიური წლიდან ბაკალავრიატის სამ საგანმანათლებლო პროგრამაზე (მათემატიკა, მენეჯმენტი და კომპიუტერული მეცნიერება) მიიღებს. საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ქართველ პროფესორებთან ერთად მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები ჩაერთვებიან და ერთობლივ სამეცნიერო კვლევებს განახორციელებენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.


ნანახია: 1228-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საზოგადოების ნაწილი აპროტესტებს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის თბილისში გახსნას და კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ მსგავსი

ამინდი