SOS ქვეყანა იღუპება-გოგი წულაიას წერილი ბიძინა ივანიშვილს
თარიღი : 31-01-2020, 11:57 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ამერიკელი კონგრესმენების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილს წერილს გოგი წულაია უგზავნის.
„SOS ქვეყანა იღუპება!"-პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარემ გოგი წულაიამ გამოთხოვილი ინფორმაცია აღნიშნულ სლოგანთან ერთად, სოლოლაკის შუშის სასახლეში გაგზავნა. წულაია ქუთაისში, წმ. ნინოს ქუჩაზე არსებულ ფოსტაში მივიდა და წერილი ბიძინა ივანიშვილს გაუგზავნა.
„შემაშფოთებელია, როდესაც ამერიკის კონგრესმენები და სენატორები გიგზავნიან ისეთ წერილებს, რომ გინთებენ წითელს და უგნურებაა, როდესაც ხუნდაძე, ნადირაძე, თალაკვაძე და ძმანი მისნი, ამერიკელს კონგრესმენებს ეუბნებიან, ვინ ჩემი ფეხები ხართო. ახლა მე გავუგზავნი წერილს ბატონ ბიძინა ივაბიშვილს, თუ რა სიტუაციაა ამ ქალაქში და რატომ გეუბნებიან, ის კონგრესმენები, რომ კატასტროფა გაქვს ქვეყანაში.
გამოვითხოვე ინფორმაციაა და აღმოჩნდა რომ 2019 წელს ქუთაისში, 18 000 ადამიანს გადაუხდელობის გამო ჩაეჭრა დენი. სამი წლის წინ ეს მონაცემი 12 000-ს უდრიდა. ე.ი გაზრდლია 6 000 აბონენტით, რომელმაც გადახდა ვერ შეძლო ან საერთოდ დატოვა საქართველო. მაქვს დოკუმენტები, სადაც წყლის მიწოდება 2019 წელს 5860 აბონენტს შეუწყდა. ეს არის კატასტროფული ციფრები. მაქვს მადლიერების სახლიდან გამოთხოვილი ინფორმაციაც, სადაც მეუბნებიან, რომ თითქმის ნახევარი მილიონი იხარჯება ბენეფიციარების კვებაში. ამას რომ გიწერენ, ნახევარ მილიონს ვხარჯავთ იმ ადამიანების გამოკვებაში, რომლებიც მშივრები კვდებიაბო, ეს კატასტროფული მანიშნებელი არ არის? ამიტომ ბიძინა ივანიშვილო, გიგზავნი ამ ინფორმაციას, ამ ციფრებს და გიწერ „SOS ქვეყანა იღუპება,”-ამბობს გოგი წულაია.