Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ვინც შენ მხატვრობა დაგაბრალა,'-სკანდალური ქუთაისელი მხატვარი მუქარის წერილებს იღებს

თარიღი : 30-01-2020, 13:24 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
„ვინც შენ მხატვრობა დაგაბრალა..“, „სამარცხვინო ხარ“ , „ყოველივე ქართული გინდათ გარყვნათ“, „ამის დამხატავი საამქვეყნიო არაა“, -ამ და სხვა მსგავს ნეგატიურ კომენტარებს ქუთაისელი მხატვრის ლია უკლებას ნამუშევრებზე ხშირად შეხვდებით. უკლება ამბობს, რომ მან და მის მანახატებმა არაერთხელ გაიარა ლანძღვა-გინების ქარცეცხლში. ხშირად ემუქრებიან კიდეც, თუმცა მხატვარი ამ ყველაფერს ჩვეულებრივ მოვლენად აღიქვამს და ყურადღებას არ აქცევს.

“ძირითადად კომენტარებში მწერენ ხოლმე მუქარებს, გინებებს, შეურაცხყოფებს. “სამაია”, “ტრანსგენდერი ჩვილით”, “ღვთისმშობელი სათამაშო პისტოლეტით”, “ტანგო”- ძირითადად ამ ოთხმა ნამუშევარმა გაიარა კრიტიკის ქარცეცხლში. მაგრამ, ახლა ისეთ ინერციაზე არიან, ნებისმიერ ნახატს რომ გადახედოთ, ყველაფერს აკომენტარებენ და უმიზეზოდ მლანძღავენ. აქ არაფერი განსაკუთრებელი არ არის. რაც სოციალური ქსელები გაჩნდა, იმის მერე გაჩნდნენ „ჰეითერებიც“.

არსებობენ ადამიანები, რომლებსაც მოსწონთ შენი შემოქმედება და არიან ისეთებიც, რომლებსაც პირიქით, სძულთ. მე არ ვარ არც პირველი და არც უკანასკნელი, ვისაც ჰყავს „ჰეითერები“. ეს ჩემთვის რამე განსაკუთრებული მოვლენა არ არის, ვიღებ ისევე, როგორც სხვა ყველაფერს. თავიდან მიჭირდა, განვიცდიდი, მაგრამ, მერე მივხვდი, რომ ადამიანებს, რომლებიც სიძულვილის ენით ლაპარაკობენ, თავიანთი სახელი ქვიათ. კრიტიკა ჩემთვის პოზიტიური ამბავია,თუმცა უმჯობესია ეს მართლა კრიტიკა იყოს," -ამბობს ლია უკლება.
უკლება იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-სთან იმ ადამიანებსაც ეხმაურება, ვინც მას, ნახატებზე ფასის დადების გამო აკრიტიკებს.

„ძალიან ბევრი ნამუშევარი გაყიდული მაქვს, დამიცარიელდა სახელოსნო. ნახატი არ არის პირველადი მოხმარების საგანი, რომელიც აუცილებლად უნდა ჰქონდეს ადამიანს სახლში. ნახატის შეძენა საკმაო თანხებთანაა დაკავშირებული, ვისაც აქვს ყიდვის საშუალება იყიდის და ვისაც არ აქვს, ამით არც არაფერი დააკლდება,“-ამბობს უკლება.

ქუთაისელი მხატვარი ამბობს, რომ უახლოესი გეგმები რაიმე განსაკუთრებული არ აქვს. როგორც ყოველთვის, ახლაც მუშაობს ძალიან ბევრს და რაც თვალი გაახილა, მას შემდეგ ხატავს.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 1513-ჯერ

მსგავსი სიახლეები
17 წლის აბიტურიენტი, დედასთან და 15 წლის დასთან ერთად ქუთაისში ცხოვრობს. მამა, რომელიც ოჯახში ერთადერთი შემომტანი იყო, რამდენიმე
ქუთაისელი მხატვარი ლია უკლება კატო მიქელაძის პრემიაზე წარადგინეს.
„კატო მიქელაძის სახელობის პრემია“ ქალთა ფონდმა საქართველოში, ქალთა უფლებების დამცველთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დააწესა.
Topnews.com.ge-სთან საუბარში ხელოვანები აღნიშნავენ, რომ ამ ეტაპზე საკუთარი სიამოვნებისთვის ხატავენ, რადგან შემოქმედ ხალხს

ამინდი