Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ყველას ექნება საშუალება მოვიდეს და ისარგებლოს ჩვენი ბიბლიოთეკის წიგნებით, კომპიუტერით და ჰქონდეთ წვდომა ინტერნეტთან,'-ქუთაისში საქართველოს უნივერსიტეტმა ბიბლიოთეკა გახსნა

თარიღი : 29-01-2020, 20:38 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
საქართველოს უნივერსიტეტმა ქუთაისში მდებარე იმერეთის რეგიონულ ოფისში ბიბლიოთეკა გახსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა დამატებით საგანმანათლებლო ბენეფიტს მიიღებს.

როგორც საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი კონსტანტიტე თოფურია Topnews.com.ge-სთან აცხადებს, ბიბლიოთეკაში ძირითადად პროფესიული ლიტერატურა იქნება წარმოდგენილი, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე. დაინტერესებულ პირებს კი შესაძლებლობა ექნებათ, გაიღრმაონ ზოგადი თუ პროფესიული განათლება და გაეცნონ თვითგანვითარებაზე ორიენტირებულ სახელმძღვანელოებს, ასევე წიგნებს, რომლებიც კარიერულ წინსვლაში შეუწყობთ ხელს.

თოფურიას თქმით, გარდა დარგობრივი ლიტერატურისა, იქნება მხატვრული და საბავშვო ლიტერატურაც. ასევე, სახელმძღვანელოები, რომლებიც განსაკუთრებულ დახმარებას გაუწევს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს. ბიბლიოთეკით სარგებლობა კი ნებისმიერ ადამიანს შეეძლება.

„ქუთაისის გარდა საქართველოს უნივერიტეტს აქვს 6 რეგიონალური ცენტრი, თუმცა ქუთაისი პირველია, სადაც გაიხსნა მცირე ბიბლიოთეკაც. მსგავსი ბიბლიოთეკები ეტაპობრივად სხვა ქალაქებშიც გაიხსნება. შეიქმნება სივრცე, სადაც ყველას ექნება საშუალება მოვიდეს და ისარგებლოს ჩვენი ბიბლიოთეკის წიგნებით, კომპიუტერით და ჰქონდეთ წვდომა ინტერნეტთან. ეს რა თქმა უნდა ყველგან უსასყიდლო იქნება. ამასთან, ჩვენ ველით უკუკავშირს თვითონ მომხმარებლებისგან, ვინ დაინტერესდებიან და ივლიან ჩვენს ბიბლიოთეკაში. შესაბამისად, ბიბლიოთეკას შევავსებთ სწორედ იმ ლიტერატურით, რაზეც იქნება მოთხოვნა.

ამჟამად ბიბლიოთეკაში არის, როგორც პროფესიული, ისე მხატვრული, სასკოლო ლიტერატურა და სახელმძღვანელოები. ჯერ მინიმალურად არის ბიბლიოთეკა შევსებული, თუმცა მუდმივად შეივსება იმ მოთხოვნის საფუძველზე, რითაც მკითხველები იქნებიან დაინტერესებული. ეს მხოლოდ სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის არ არის, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ისარგებლოს ამ ბიბლიოთეკის მომსახურებით. ამასთან, მოეწყობა რეგულარული შეხვედრები სხვადასხვა საინტერესო პირებთან. რა მიმართულებითაც ექნება მკითხველს ინტერესი, ჩვენ ვეცდებით, რომ ჩამოვიყვანოთ შესაბამისი ტრენერები, ექსპერტები და მოვაწყოთ შეხვედრები ნებისმიერ თემატიკაზე,“- ამბობს კონსტანტინე თოფურია.

ცნობისთვის, საქართველოს უნივერსიტეტის ახალი ბიბლიოთეკა თამარ მეფის #60-ში მდებარეობს. უნივერსიტეტი ბიბლიოთეკების გახსნას სხვა რეგიონულ ოფისებშიც გეგმავს.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 301-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში,ბიბლიოთეკის კორპუსის აშენების იდეა უნივერსიტეტის რექტორს,გიორგი ღავთაძეს ეკუთვნის.
ახლადაშენებული ბიბლიოთეკის ბაზაზე, ასევე საზოგადოებრივი ინოვაციების ცენტრი შეიქმნება.
ქუთაისის ხუთ ბაღში ქუჩის ბიბლიოთეკა მოეწყობა. ბაღში განთავსებული ე.წ. ქუჩის ბიბლიოთეკიდან მოქალაქეებს წიგნების აღება, იქვე ან
ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე, ელექტრონული ბიბლიოთეკის სტენდი დააზიანეს.
ელექტრონული ბიბლიოთეკების სტენდები ქუთაისის მასშტაბით, 25 ქუჩაზე და 10 სკვერში გაიხსნა. მისი საშუალებით ნებისმიერ ქუთაისელს თუ

ამინდი