ქუთაისში ტურისტული ავტობუსებისათვის საპარკინგე ადგილი მოეწყო
თარიღი : 29-01-2020, 20:32 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში, რუსთაველის ხიდთან, ტურისტული ავტობუსებისთვის საპარკინგე ადგილები მოეწყო. ამასთან, განთავსებულია შესაბამისი აბრაც. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციის“ თავმჯდომარე ლაშა ბერეკაშვილი ავრცელებს. იგი მათ, ვინც მიმდინარე წელს ქუთაისის მონახულებას აპირებს, მოუწოდებს თავიანთი ავტობუსები სწორედ ამ ადგილას გააჩერონ და ქალაქის ტურიც აქედან დაიწყონ.
„წლების განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემა იყო ტურისტული ავტობუსების გასაჩერებელი ადგილები ქუთაისში. გასულ წელს ჩვენ მივმართეთ რეკომენდაციით ქალაქის მერიასა და ტურიზმის ცენტრს და მათ მოაწყვეს ეს ადგილი ქუთაისში. ძალიან მოხარული ვარ, რომ კარგი და დადებითი ნაბიჯი გადაიდგა ქალაქში. აღნიშნული უფრო კომფორტულს გახდის ტურისტული ავტობუსების პარკირებას.
ყველას, ვინც კი დაგეგმავთ წელს ქალაქში მოგზაურობას, თხოვნა იქნება, რომ სწორედ ამ ადგილზე მოიყვანოთ თქვენი ავტობუსები და თქვენი ტურისტები, დააპარკინგოთ უსაფრთხოდ და აქედან დაიწყოთ ქალაქის ტური,“-ამბობს ლაშა ბერეკაშვილი.